ესეების, ბლოგ-პოსტებისა და სტატიების კონკურსი სტუდენტებისთვის

კონკურსები

“თანასწორობის მოძრაობა” იწვევს საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლების სტუდენტებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა უნდა მოამზადონ ტექსტური (ესსე, ბლოგ-პოსტი, სტატია) ნამუშევარი შემდეგ თემებზე:

  • რა არის სიძულვილის ენა?
  • სიძულვილის ენის გამოყენების შედეგები მოწყვლადი/მარგინალიზებული ჯგუფებისთვის;
  • სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა საქართველოში;
  • სიძულვილის ენის გამოყენების პრობლემურობა საგანმანათლებლო დაწესებულებებში (სკოლები, უნივერსიტეტები და სხვ.);
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებში სიძულვილის ენის გამოყენებასთან ბრძოლის შესაძლო გზები და სტრატეგიები;
  • სიძულვილის ენა vs გამოხატვის თავისუფლება;
  • უნდა აიკრძალოს თუ არა სიძულვილის ენის გამოყენება საქართველოში? რა არის აკრძალვის ალტერნატივები?
  • სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ურთიერთმიმართება.

ნამუშევარი არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას და უნდა ფარავდეს ერთ ან ორ ზემოაღნიშნულ თემას ერთად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ ნამუშევრები არაუგვიანეს 2017 წლის 15 აგვისტოსი, ელ. ფოსტაზე: info.lgbtgeorgia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ: “სტუდენტური კონკურსი”.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებსაც საჩუქრად გადაეცემათ პლანშეტები და შესაბამისი სერტიფიკატები. საუკეთესო ნამუშევრები ასევე გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.

კონკურსი ტარდება “დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის – NESEHNUTI-ის” მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

მარიამ კვარაცხელია
593 722112
mari.kvara@gmail.com

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები