ფილმების შინარსი ზოგჯერ იმდენად ჩახლართული და ორაზროვანია, რომ მათი ნახვა ერთხელ არ კმარა. რაც უფრო საინტერესოა ფილმი, მით უფრო დიდია სურვილი სიუჟეტის ლაბირინთში გზის მარტივად გაკვლევისა. ვისაც უყვარს თავგადასავლები, იდუმალი პერსონაჟები, რთულად გასაგები, თუმცა საინტერესო სიუჟეტი, ეს ფილმები მათთვისაა. გთავაზობთ 10 ფილმს, რომლებიც მინიმუმ 2-ჯერ უნდა ნახოთ.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
Looper – ახლო მომავალში, სადაც შესაძლებელი გახდა დროში მოგზაურობა, ერთ-ერთი კორპორაცია იშორებს არასასურველ ადამიანებს და სპეციალურ პაკეტებში განთავსებულებს აგზავნის მათ წარსულში, მაგრამ ეს უკანონოდ ხდება. მიმღები მხარის მოვალეობაში კი შედის – მოკლას მსხვერპლი და მთლიანად ამოშალოს ისტორიიდან. ყველაფერი შესანიშნავად მიდის მანამ, სანამ მთავარი გმირი არ აღმოაჩენს, რომ მორიგი მსხვერპლი თავადაა გამოგზავნილი მომავლიდან.
Mulholland Drive – მალჰოლენდ დრაივზე სამანქანო ავარიის შემდეგ ქალს ამნეზია ემართება, ირჩევს ახალ სახელს – რიტას, ფილმის „რიტა ჰეივორტ“-ის სარეკლამო აფიშიდან.
Revolver – იღბლიან აზარტულ მოთამაშე ჯეიკ გრინს მოჭარბებული ამპარტავნება და პრაქტიკულობის ნაკლებობა აქვს. მას იშვიათად ეძლევა კაზინოში შესვლის უფლება, რადგანაც იგი პატიოსნად იგებს იმდენ ფულს, რომ წლების განმავლობაში მისი ბუღალტერი ძმის, ბილის, ერთადერთი კლიენტია. თამაშზე მიწვეული ჯეიკი ცხოვრების წაგებას შიშობს.
Basic – საიდუმლო სასწალო მისიის დროს სპეცრაზმელების ჯგუფს და მათს ინსტრუქტორს ქარიშხალი დაატყდებათ თავს… გადარჩენილი ჯარისკაცების წინააღმდეგობრივი ჩვენებები კიდევ უფრო ართულებენ საქმეს…
The Skeleton Key – 25 წლის მომვლელს კეროლაინს, დავრდომილი მოხუცის მოსავლელად ნიუ-ორლეანში აგზავნიან. მოხუცი დიდ, ძველ სახლში ცხოვრობს, ვერ მეტყველებს და საწოლს არის მიჯაჭვული. კეროლაინი აღმოაჩენს გასაღებს, რომელიც ძველისძველ საიდუმლოებებს მოჰფენს ნათელს. სახლში მხოლოდ მოხუცის უცხვირპირო ცოლთან ერთად მცხოვრები კეროლაინი, შემთხვევით საიდუმლო ოთახს წააწყდება, სადაც პანდორას ყუთს, ჯადოს, ხიფათს და სიცრუეს პოულობს.
Donnie Darko – უცნაური შემთხვევის შემდეგ პრობლემატურ მოზარდს ხილვები აქვს. მას ეჩვენება დიდი კურდღელი, რომელიც მართავს მას და სხვადასხვა დანაშაულისკენ უბიძგებს.
Cloud Atlas – ტომ ტაიკერის და ვაჩოვსკების მიერ გადაღებული ფილმი 6 განსხვავებული ისტორია, რომელიც ხდება დროის სხვადასხვა პერიოდში, მე-19 საუკუნიდან დაწყებული პოსტ-აპოკალიპტური მომავლის ჩათვლით. ექშენი, მისტიკა და რომანტიკა ერთსულოვნადაა შერწყმული, სადაც მკვლელი შეიძლება გმირად მოგვევლინოს, პატარა სიკეთე კი საუკუნეების შემდეგ რევოლუციურ ცვლილებებს იწვევდეს.
Timecop – დროში მოგზაურობამ ახალი დანაშაულები წარმოშვა. შესაძლებელი გახდა წარსულის მოვლენების შეცვლა, ფინანსური ბაზრების კონტროლი და მთელი ერების განადგურებაც კი. აშშ-ის ხელმძღვანელობა ქმნის სპეციალურ პოლიციელებისგან შემდგარ რაზმს – დროის პატრულს. მოღალატე სენატორი, რომელიც პრეზიდენტობაზე ოცნებობს, წარსულში მიემგზავრება ისტორიის მსვლელობის შესაცვლელად. მას უკან გაჰყვება პოლიციელი მაქს უოკერი. მას ელის არა მარტო სასიკვდილო ხიფათი არამედ, დიდი ცდუნებაც.
The Game – ნიკოლას ვონ ორტონი – თავად წარმატების განსახიერებაა. ის გაწონასწორებული ადამიანია და ყოველთვის აკონტროლებს სიტუაციას. დაბადების დღეზე უცნაურ საჩუქარს იღებს – ბილეთს “თამაშში” მონაწილეობისთვის. მას პირდებიან, რომ თამაში მკვეთრ შერგძნებებს დაუბრუნებს, საშუალებას მისცემს შეიგრძნოს სიცოცხლის გემო. თამაშში ჩართული, ნიკოლასი ხვდება, რომ ეს თამაში სასიკვდილოა.
The Skin I Live In – პლასტიკური ქირურგიის გენიოსმა, ექიმმა ლედგარდმა, გენეტიკური ექსპერიმენტების გზით, შექმნა ხელოვნური ადამიანის კანი. ის აწარმოებს ნადირობას იმ ნაძირალაზე, რომელმაც დიდი ხნის წინ მისი ქალიშვილი გააუპატიურა. მის სისასტიკეს და შურისძიების სურვილს საზღვარი არ აქვს.