შპს „ზი კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას სესხის ოფიცრის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში
ადგილმდებარეობა: თბილისი, ზესტაფონი, ფოთი
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ძირითადი მოვალეობები:
პოტენციური კლიენტების მოძიება,მოლაპარაკება,პროდუქტის შეთავაზება-გაყიდვა;
საკრედიტო განაცხადის მომზადება;
სასესხო პროექტის დოკუმენტაციის შეგროვება;
სესხის დამუშავება და საკრედიტო კომიტეტზე გატანა;
არსებული სესხების პორტფელის მონიტორინგი;
ყოველდღიური კომუნიკაცია მსესხებელთან;
ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტთა მომსახურეობის სფეროში ჩაითვლება უპირატესად;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარები:
პასუხისმგებლობის გრძნობა;
კომუნიკაბელურობა;
ინფორმაციის სწორად გადმოცემის უნარი;
დამაჯერებლობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
სტრესულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
სამუშაო განაკვეთი – სრული
ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სისტემით.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით 3×4-ზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected], სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ადგილმდებარეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. CV-ის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 10 აგვისტო.