მათთვის, ვისაც წიგნები და კითხვა უყვართ, ზაფხული და არდადეგები ყველაზე კარგი დროა. დასვენება, სხვადასხვა სამყაროში მოგზურობა, ახალი ემოცების განცდა და, თუნდაც, ძველის გახსენება ერთად შესანიშნავი “მიქსია”. სწორედ ამიტომ გთავაზობთ მსოფლიოში მკითხველის მიერ საუკეთესოდ დასახელებულ 10 წიგნს, რომლებიც თქვენს თვალსაწიერს ბევრად გაზრდის და თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს.
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
1. ,,როგორ აზროვნებს ადამიანი“ – ჯეიმს ალენ
წიგნი, პირველ რიგში, გვასწავლის, რომ, თავდაპირველად, უნდა ვიცოდეთ რა გვინდა ცხოვრებაში, რადგან ჩვენს მიზანს უნდა ეყრდნობოდეს ჩვენი თავდაუზოგავი შრომა და ქმედებები.
2. ,,ოსტატობა“ – რობერტ გრინი
,,ოსტატი“ გვასწავლის, რომ უნდა მიიღოთ გრძელვადიანი პერსპექივები, უნდა ეცადოთ მიაღწიოთ მეტ წარმატებას და ყოველი მიღწევით აიმაღლოთ ცოდნის დონე. აქ გაეცნობით მსოფლიოს რამდენიმე ოსტატს და მიიღებთ პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ მათი მაგალითები.
3. ,,სიამაყე და ცრუ რწმენა“ – ჯეინ ოსტინი
წიგნი ორი ურთიერთსაპირისპირო ხასიათის მქონე გმირის შესახებ მოგვითხრობს.
4. ,,ანა ფრანკის დღიური“
პატარა გოგოს დღიური, რომელიც მან ნაცისტური რეჟიმის მიერ უმოწყალო დევნისას დაწერა. მიუხედავად იმ პირობებისა, რაც მაშინ მის გარშემო იყო გამეფებული, ანა ფრანკს სჯეროდა ადამიანთა სიკეთის და იმისიც, რომ ცხოვრება მშვენიერებებითაა სავსე.
5. ,,დორიან გრეის პორტრეტი“ – ოსკარ უაილდი
წიგნი ოსტატურად თამაშობს სილამაზის, ღირსების, კორუფციის, ცოდვების, პატივმოყვარეობისა და მორალის პრინციპებით. დორიან გრეის ამბავი გვახსენებს, რომ ფუჭი მიზნებისათვის ყველაფრის გაღებას სიბნელემდე მივყავართ და იმას, რომ ჭეშმარიტ სილამაზეს ხანდაზმული ასაკი ვერას აკლებს.
6. „ალისფერი იალქნები“ – ალექსანდრე გრინი
ეს ლამაზი და რომანტიული ზღაპარი ჩვენთვის ბავშვობიდანაა ნაცნობი, რომელიც ასოლზე და გრეიზეა და მათ ურყევ რწმენაზე.
7. „მექანიკური ფორთოხალი“ – ენტონი ბერჯესი
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანი მსოფლიო ლიტერატურაში. ნაწარმოების მთავარი თემაა ალექსის მოგზაურობა ახალგზარდობიდან მოწიფულობამდე. „მიიღეთ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის“ – ეს რომანის დევიზია.
8. „ლამაზი მეგობარი“ – გი დე მოპასანი
ჩვეულებრივი მაცდუნებლის და მექალთანის ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ მთავარ გმირს ღირსების ნატამალიც არ გააჩნია, მის ისტორიას სუნთქვა შეკრული მიჰყვებით. ის მსუბუქად, თავდაჯერებულად და უპრინციპოდ მიაბიჯებს მაღალსოციალურ კიბეზე. წიგნის არსი კი, არა ჯორჯის გარყვნილება, არამედ საზოგადოების მდგომარეობაა, სადაც მას თავისებური კარიერის თავისუფლად წარმართვა შეუძლია.
9. „გარდასახვა“ – ფრანც კაფკა
კაფკა საკმაოდ რთული მწერალია. მისი ნაწარმოებები ახალგზარდებს, როგორც წესი, არ მოსწონთ, თუმცა მისი წაკითხვა აუციულებლად უნდა სცადოთ. „გარდასახვა“ ადამიანურ მარტოსულობაზეა.
10. „ვისთვის რეკს ზარი“ – ერნესტ ჰემინგუეი
მოკლე, მაგრამ დიდი აზრის მქონე წიგნი – სიკვდილზე, ომისიდეოლოგიაზე, მის აბსურდულობასა და დაუჯერებელ სისასტიკეზე.