საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით და ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქაცარავას ხელმძღვანელობით იწყება მასშტაბური სპორტული პროექტი ჯომარდობის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის.
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
პროექტში მონაწილოების მისაღებად შეირჩევა 18-დან 29 წლამდე 6000 სტუდენტი და ახალგაზრდა თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
პროექტის ძირითადი მიზნებია:
- ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და მასობრივ სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობის ხელშეწყობა.
- მასობრივი ახალგაზრდული და სპორტული სერვისების განვითარება.
- ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სპორტული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
ჩემპიონატის განხორციელების პერიოდია: 2017 წლ 04 აგვისტო – 15 ოქტომბერი; სულ განხორციელდება 32 ნაკადი და თითოეულ ნაკადში მონაწილეობას მიიღებს 180 ახალგაზრდა.
ლოკაციასთან ახლოს მდებარე რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროექტის ხანგრძლივობა იქნება 1 დღე, ხოლო საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისა და მოშორებით მდებარე მუნიციპალიტეტების ახალგაზრდებისთვის ხანგრძლივობა იქნება 2 დღე. ჩემპიონატი რამდენიმე ეტაპად გაიმართება, თითო საშეჯიბრო დღეს 32 გუნდი იასპარეზებს.
მონაწილეთა კვება, მგზავრობა და საჭიროების შემთხვევაში განთავსება სრულად დაფინანსებულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს (რეგიონები) და ქ.თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ (თბილისი).
შერჩევისას გათვალისწინებულ იქნება ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა და მოტივაცია.
შერჩევის კრიტერიუმები:
- 18-29 წლის ახალგაზრდა;
- ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა;
- მოტივაცია;
მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. ჩემპიონატზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ მითითებულ ბმულს.