როდესაც ფილმი იწვევს რეალურ განცდებს, ინტერესს, ადრენალინსა და გულის გახშირებულ ცემას, დამეთანხმებით, რომ ღირს ასეთი ფილმის ყურება. გთავაზობთ ათ მძაფრსიუჟეტიან ფულმს, რომლებიც “გულს აგიჩქარებთ, თვალებს გაგიფართოვებთ და პირღიას დაგტოვებთ”.
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
Shatter Island – მეორე მსოფლიო ომის მარშალი, ყოფილი ჯარისკაცი, ამერიკელი ტედ დენიელსი, საავადმყოფოდან გამქრალი სახიფათო პაციენტის საქმეს იძიებს, მაგრამ მის მცდელობას მისივე საშინელი ხილვები და ექიმი ქაული უშლიან ხელს.
Carrie – მორცხვი კერი ვაითი ცხოვრობს დედასთან ერთად – ღვთისმოშიშ, ფარისეველ, მარგარეტთან. გოგო განიცდის თანაკლასელების დაცინვას და დედის მკაცრ აღზრდას. თანდათანობით ის აღმოაჩენს საკუთარ თავში ტელეკინეზის შესაძლებლობებს. თანაკლასელები კერისთვის ამზადებენ გრანდიოზულ ხუმრობას, მაგრამ არ იციან, მისი თავდაცვის შესახებ. ფილმი სტივენ კინგის მოთხრობის ეკრანიზაციაა.
The Reaping – ყოფილი მისიონერი – კეტრინ უინტერი, რომელმაც ოჯახის წევრების ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ ღმერთის რწმენა დაკარგა, საქვეყნოდ ცნობილი სპეციალისტი გახდა ჩახლართული რელიგიური მითების გახსნაში. ერთხელ ის მორიგი გამოძიებისთვის ლუიზიანას პატარა ქალაქში ჩამოდის.
The Shining – “ნათება” სტივენ კინგის საშინელებათა ჟანრის ამავე სახელწოდების ნაწარმოების ეკრანიზაციაა, სტენლი კუბრიკის რეჟისორობით. ფილმს მაყურებელი გადაჰყავს მოშორებულ სასტუმროში, სადაც ჯეკ ტორენსმა, მისმა ცოლმა და ვაჟმა ზამთარში უნდა იცხოვრონ. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფილმი რეალობას ისე აურევს, რომ იზოლაციაში ყოფნას ფსიქოლოგიურ კოშმარად აქცევს.
The Others – გრეისი რელიგიური ქალია, რომელიც ძველ ჩაბნელებულ სახლში ცხოვრობს მისი შვილების ენი და ნიკოლასის გამო, რომელთაც იშვიათი მგრძნობელობა აქვთ დღის შუქზე. როდესაც ოჯახი ეჭვს აიღებს რომ სახლში მოჩვენებებია, გრეისი ცდილობს ნებისმიერ ფასად დაიცვას მისი შვილები და ამ დროს უცნაურ მოვლენებს და შემაშფოთებელ ფაქტებს აწყდება.
28 Days Later – 28 დღის შემდეგ, რაც სასიკვდილო ვირუსი ბრიტანული კვლევითი დაწესებულებიდან გავრცელდა, ლონდონში გადარჩენილი ადამიანები ცდილობენ თავი დაიცვან და არ დაავადდნენ. ვირუსი ადამიანებს და ცხოველებს გადააქვთ და დაავადებულებს მანიაკებად აქცევს.
Black Swan – ნინა ნიუ-იორკის საბალეტო დასში ბალერინაა. ის ყველა მისი პროფესიის ადამიანის მსგავსად თავიდან ფეხებამდე ცეკვით არის შეპყრობილი. იგი დედამისთან ერიკასთან ერთად ცხოვრობს, რომელიც ასევე ბალერინა იყო და თავადაც შეპყრობილია თავისი პროფესიით, ამიტომ შვილს მკაცრი წესების დაცვით ზრდის. რეჟისორი ტომას ლეროი გადაწყვიტავს ახალი სეზონისთვის პრიმა ბალერინა ბეტ მაკინტაირი ნინათი შეცვალოს. მაგრამ ნინას ამ როლზე კონკურენტი ჰყავს, ახალმოსული ლილი რომელიც ლეროის ასევე ძალიან ხიბლავს. გედების ტბას კი ისეთი მოცეკვავე სჭირდება, რომელიც ორივე – შავი და თეთრი გედის პარტიის შესრულებას კარგად შეძლებს.
Seven – ორი გამომძიებელი თავგამოდებით ნადირობს სერიულ მკვლელზე, რომლის დანაშაულებები დაფუძნებულია “შვიდ სასიკვდილო ცოდვაზე”. გამოცდილი დეტექტივი სომერსეტი იძიებს ყველა ცოდვას სათითაოდ, რათა ამოიცნოს მკვლელის აზროვნება.
Only Lovers Left Alive – ადამი ნიჭიერი მუსიკოსია, ცხოვრობს დეტროიტში და უკრავს 60-იანი წლების მუსიკას, სახლიდან კი მხოლოდ ღამით გამოდის. მისი საყვარელი ევა კი ტანჟერში ცხოვრობს, უყვარს პოეზია და ლამაზად ჩაცმა. ადამი და ევა ათას წელზე მეტის არიან. დიდი ხნის წინ მათ გადაწყვიტეს, რომ ახალი სისხლის გამო არ მოეკლათ ადამიანი და სავადმყოფოში აღებული სისხლით საზრდოობენ. მათ ცოტა ხნით ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს, მაგრამ დიდხანს უერთმანეთოდ ვერ გაძლეს.
The Skeleton Key – 25 წლის მომვლელს კეროლაინს, დავრდომილი მოხუცის მოსავლელად ნიუ-ორლეანში აგზავნიან. მოხუცი დიდ, ძველ სახლში ცხოვრობს, ვერ მეტყველებს და საწოლს არის მიჯაჭვული. კეროლაინი აღმოაჩენს გასაღებს, რომელიც ძველისძველ საიდუმლოებებს მოჰფენს ნათელს. სახლში მხოლოდ მოხუცის უცხვირპირო ცოლთან ერთად მცხოვრები კეროლაინი, შემთხვევით საიდუმლო ოთახს წააწყდება, სადაც პანდორას ყუთს, ჯადოს, ხიფათს და სიცრუეს პოულობს.