ფოტოკონკურსი თემაზე – “მარტოხელა მშობლები საქართველოში”

კონკურსები

“ადამიანი უფლებების განვითარების ფონდი” აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე – მარტოხელა მშობლები საქართველოში.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ვინ არიან მარტოხელა მშობლები:

ქალი ან კაცი, ვისაც რეგისტრირებული ქორწინების გარეშე ჰყავს არასრულწლოვანი შვილი;
განქორწინებული ქალი ან კაცი, ვისაც არასრულწლოვანი შვილი ჰყავს;
ქვრივი, რომელსაც არასრულწლოვანი შვილი ჰყავს;
ქალი ან კაცი, ვისაც შვილად ჰყავს აყვანილი არასრულწლოვანი.

რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს საკონკურსო მასალა:

საკონკურსო მასალა, შესაძლოა, იყოს 1 ფოტო ან ფოტოპროექტი(მაქსიმუმ 12 ფოტო);
ფოტო/ფოტოები წარმოდგენილი უნდა იყოს JPG ფაილის ფორმატით, მინიმუმ 2000-3000 pix;
ფოტოები შეიძლება იყოს როგორც ფერადი, ასევე შავ-თეთრი;

რა კრიტერიუმებით შეირჩევა საუკეთესო ფოტო/ფოტოპროექტი:

მასალაში უნდა ჩანდეს, რომ დედა/მამა მარტოხელაა და შვილს მარტო ზრდის;
უნდა ჩანდეს ის სირთულეები, რაც შვილის მარტო გაზრდას უკავშირდება;
სასურველია, ჩანდეს ის სოციალური პრობლემები, რაც მარტოხელა მშობლების უმეტესობას აქვს.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან სამ ნომინაციაში:

პირველი ადგილი – 500 ევრო;
მეორე ადგილი – 400 ევრო;
მესამე ადგილი – 300 ევრო.

საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 30 ივლისი, 18:00 სთ. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მასალები უნდა გამოგზავნონ ორგანიზაციის ელ. ფოსტაზე: [email protected] ან წარადგინონ შემდეგ მისამართზე: კანდელაკის ქუჩა 2, სადარბაზო 2, სართული 2, ბინა 22.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 2 477 566

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები