ვაკანსია სერვის ოპერატორის პოზიციაზე

დასაქმება

შპს “ტრიდე სერვისი” აცხადებს ვაკანსიას სერვის ოპერატორის პოზიციაზე. აღნიშნულ სამსახურში ვიწვევთ ენერგიულ და შრომისმოყვარე სტუდენტებს, რომელთაც სურთ მიიღონ სამუშაო გამოცდილება და გაიღრმავონ პროფესიული უნარ-ჩვევები.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

მოთხოვნები:

პასუხისმგებლობის გრძნობა;
გამართული მეტყველების უნარი;
პუნქტუალურობა;
კომუნიკაბელურობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სტუდენტი;
სასურველია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
სასურველია უცხო ენის ცოდნა.

სამუშაო გრაფიკი: 10:00 დან 21:00 საათამდე (2 დღე სამუშაო და მომდევნო 2 დღე დასვენება)
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 2.

შრომის ანაზღაურება: ყოველთვიური ფიქსირებული სარგო – 300 ლარი.

კომპანიის ოფისის მისამართი: თბილისი, ლუბლიანას ქ. 11.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@tridegroup.ge და წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 29 ივლისი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები