შპს “ტრიდე სერვისი” აცხადებს ვაკანსიას სერვის ოპერატორის პოზიციაზე. აღნიშნულ სამსახურში ვიწვევთ ენერგიულ და შრომისმოყვარე სტუდენტებს, რომელთაც სურთ მიიღონ სამუშაო გამოცდილება და გაიღრმავონ პროფესიული უნარ-ჩვევები.
☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
მოთხოვნები:
პასუხისმგებლობის გრძნობა;
გამართული მეტყველების უნარი;
პუნქტუალურობა;
კომუნიკაბელურობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სტუდენტი;
სასურველია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
სასურველია უცხო ენის ცოდნა.
სამუშაო გრაფიკი: 10:00 დან 21:00 საათამდე (2 დღე სამუშაო და მომდევნო 2 დღე დასვენება)
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 2.
შრომის ანაზღაურება: ყოველთვიური ფიქსირებული სარგო – 300 ლარი.
კომპანიის ოფისის მისამართი: თბილისი, ლუბლიანას ქ. 11.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 29 ივლისი.