ანაზღაურებადი ვაკანსია სტუდენტებისთვის

დასაქმება

სარეკლამო კომპანია “ბრენდჰენდი” აცხადეს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციებზე.

ვაკანსიის სახე: თვიდან ორთვემდე სტაჟირება + 1 წლიანი ხელშეკრულება.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

მოთხოვნები:

ენები: ქართული, ინგლისური, (სასურველია რუსულიც)
ასაკი: 18-25 წ.
განათლება: უმაღლესი ან სტუდენტი
უნარები: დარწმუნების უნარი, კომუნიკაბელურობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი
გამოცდილება: სასურველია გამოცდილება გაყიდვების სფეროში

ანაზღაურება სტაჟირებისას: თანხა მხოლოდ გზის და სასაუბროს (ულიმიტო პაკეტი).
ანაზღაურება ხელშეკრულებით: ინდივიდუალური შეთანხმებით.

საქმიანობის სპეციფიკა და სამუშაო გარემო:

კლიენტების მოზიდვა კომპანიის მიერ განსაზღვრული სტრატეგიის მიხედვით;
კლიენტების მოზიდვა დამოუკიდებელად, მაგრამ კომპანიასთან შეთანხმებით;
სამუშაო გარემოს იზიარებს ოფისის მენეჯერთან, რომელიც შეკვეთის მოტანის შემდეგ პასუხისმგებელია შეკვეთის წარმოებასა და დასრულებაზე.

რეგისტრაციისთვის საჭიროა:

CV – მაქსიმუმ 2 გვერდიანი რეზიუმე
ფოტოსურათი, რომელიც გამოხატავს თქვენს ხასიათს, სახე პირდაპირ და მკაფიოდ.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ მონაცემები შემდეგ მისამართზე: [email protected]. განცხადების მიღების ბოლო ვადა 2017 წლის 22 ივლისი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები