მაღალი კლასის ბუტიკის ტიპისი სასტუმრო ციტადელ ნარიყალა, რომელიც მდებარეობს თბილისის ისტორიულ უბანში, ზუსტად ნარიყალას აღმართზე აცხადებს მიღებას ანაზღაურებად სტაჟირებაზე სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
დასაქმების ხანგრძლივობა 5-6 კვირა ივლისი-აგვისტოს პერიოდში.
☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ძირითადი მოვალეობები:
სტუმრების მიღება/განთავსება;
სტუმართან ფულადი ანგარიშსწორების წარმოება;
შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
პროფესიული მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა (საუბარი, წერა, კითხვა);
საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
სასტუმრო ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს ზოგადი ცოდნა.
სამუშაო გრაფიკი 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი სმენა (დილის 9 საათიდან მეორე დღის 9 საათამდე). ანაზღაურება სმენაში 50 ლარი.
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს, გააგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] და სათაურში მიუთითოთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 ივლისი.