ანაზღაურებადი ვაკანსია მორგებული სტუდენტებზე

დასაქმება

კომპანია ტელექსი აცხადებს ვაკანსიას ლიტერატურული აგენტის პოზიციაზე.

ვის ვეძებთ?

ბაკალავრიატის ნებისმიერი პროგრამის სტუდენტს ან კურსთამთავრებულს
სასურველია გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

რას გთავაზობთ?

ტრენინგებს
საოფისე სამუშაოს
ზრდად ანაზღაურებას
სამოტივაციო სქემებს
კარიერის დაწყების და განვითარების შესაძლებლობას
მეგობრულ ატმოსფეროს
კომფორტულ სამუშაო გარემოს.

რატომ ტელექსი?

სტუდენტზე მორგებული სამუშაო გრაფიკი (მოქმედებს ცვლიანობის განრიგი. სამუშაო საათები: 10:00 – 16:00; 16:00 – 22:00, კვირაში 6 დღე, 3 დღე დილის ცვლა, 3 დღე საღამოს ცვლა)

შრომის ანაზღაურების პირობა შედგება ფიქსირებული ხელფასისა და ყოველთვიური საბონუსე სქემისგან.

(ფიქსირებული ანაზღაურება იწყება 200 ლარიდან და მოქმედებს ყოველთვიური, ზრდადი საბონუსე სქემა გაყიდვების მოცულობის შესაბამისად 8%-დან 15%-მდე).

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ცოტნე დადიანის ქუჩა # 7

ძირითადი მოთხოვნები:

კომპანიის მომსაუხრების გაცნობა, შეთავაზება
მომხმარებელთა ინტერესების დადგენა/დაზუსტება
ახალი ქართული და უცხოური გამოცემების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება
ცნობილი და ახალი ავტორების პოპულარიზაცია
მომხმარებელთა ინფორმირება ფასდაკლების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ
მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა
გაყიდვების გეგმის შესრულება.

რომელ უნარებს მივანიჭებთ უპირატესობას?

სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
თავაზიანობა და კეთილგანწყობა
მოქნილობა, დიპლომატიურობა
მოტივირებულობა, ენთუზიაზმი
ორგანიზებულობა
შედეგზე ორიენტირებულობა.

როგორ ხორციელდება შერჩევა?

CV/რეზიუმეების გადარჩევა
სატელეფონო გასაუბრება და პირისპირ გასაუბრება
შერჩეული კანდიდატები გაივლიან პარაქტიკულ ტრენინგებს და ანაზღაურებად სტაჟირებას

როგორ გამოვაგზავნო რეიზუმე?

შეავსეთ ელ-აპლიკაცია ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მიმსამართზე: [email protected] 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

მეტი ინფორმაციისათვის:

დაგვიკავშირდით: +995 32 215 91 91
www.facebook.com/TELex.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები