ვიდეოკონკურსი ყველა რეგიონის სტუდენტებისთვის

კონკურსები

ტურისტული კომპანია “NGTravely” აცხადებს კონკურსს საქართველოს ყველა (აჭარის მხარე, გურიის მხარე, იმერეთის მხარე, კახეთის მხარე, მცხეთა- მთიანეთის მხარე, რაჭა-ლეჩხუმის მხარე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე, სამცხე-ჯავახეთის მხარე, ქვემო ქართლის მხარე, შიდა ქართლის მხარე) რეგიონის და 3 მთავარი ქალაქის (თბილისი/ქუთაისი/ბათუმი) ამსახველი ვიდეო რგოლების თაობაზე!

კონკურსი ჩატარდება ზემოთ აღნიშნული ყველა მხარისა და ქალაქისთვის ცალ-ცალკე, შესაბამისად გამარჯვებულებიც ინდივიდუალურად გამოვლინდებიან.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

მეორე და მესამე ადგილზე გასულ კანდიდატებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო, ხოლო პირველი ადგილის მფლობელები მიიღებენ სპეციალურ პრიზს.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი საკონკურსო ნამუშევრები 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ngtravely.com.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები