ანაზღაურებადი ვაკანსია სტუდენტებისთვის

დასაქმება

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ბაკალავრიატის ნებისმიერი პროგრამის სტუდენტი ან კურსთამთავრებული
სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
საოფისე პროგრამების ცოდნა.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

ძირითადი მოთხოვნები:

გამავალი ზარების განხორციელება და პოტენციურ მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია
გასაყიდი პროდუქტის/მომსაუხრების გაცნობა/შეთავაზება
მომხმარებელთა ინფორმირება ფასდაკლების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ
მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა
გაყიდვების გეგმის შესრულება.

დამატებითი მოთხოვნები:
სასურველია კანდიდატს ჰქონდეს შემდეგი ცოდნა/გამოცდილება:

სატელეფონო კომუნიკაციის ეტიკეტი
საქმიანი მოლაპარაკების წარმოება.

ჩვენ გთავაზობთ:

ტრენინგებს
კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობას
კომფორტულ სამუშაო გარემოს
მეგობრულ ატმოსფეროს.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ცვლიანობის განრიგი (10:00 – 16:00; 16:00 – 22:00, კვირაში 6 დღე)
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად მოქმედებს საბონუსე სქემა ყოველთვიურად
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: რეზიუმეების გადარჩევა, სატელეფონო გასაუბრება და პირისპირ გასაუბრება.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მიმსამართზე: [email protected] 2017 წლის 15 ივნისის ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ნომერზე: +995 577 399 013

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები