პოლონეთის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტიპენდიები საქართველოს სტუდენტებს

განათლება

დაბროვა გრონიცას უნივერსიტეტის ბიზნესის უმაღლესი სკოლა ახორციელებს საერთაშორისო სტიპენდიების პროგრამას. პროგრამა ხორციელდება ინგლისურ ენაზე სამ ფაკულტეტზე: ინფორმაციული ტექნოლოგიები, საერთაშორისო ურთიერთობები და მენეჯმენტი.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

აღნიშნულ პროგრამაზე სწავლება 2017 წლის ოქტომბერში დაიწყება. სწავლის დაწყებამდე ყველა სტუდენტისთვის პროგრამის გაცნობისა და გარემოს  ადაპტაციის მიზნით იმუშავებს  3-კვირიანი საზაფხულო სკოლა.

მოცემულ პროგრამებზე ჩასარიცხად  სტუდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

  • საშუალო  სკოლის ატესტატის ქონა;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე,რაც მოწმდება გასაუბრებაზე;
  • ასაკი და ეროვნება  შეუზღუდავია.

სამი წლის განმავლობაში (ბაკალავრიატში) სტუდენტები მიიღებენ სტიპენდიას 320 ევროს ოდენობით. დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ და სააპლიკაციო ფორმა განთავსებულია ლინკზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები