კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის ოფისი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას.
ჩვენი ორგანიზაცია 2012 წელს დაფუძნდა და დღეისათვის წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 165 სოფელში ცოდნის ცენტრების სახით.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
საზოგადოების ძირითადი მიზნებია:
კომპიუტერის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცოდნის გავრცელება;
ქვეყანაში კომპიუტერისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდა;
სამოქალაქო ინიციატივების წახალისება კომპიუტერის და საინფორმაციო ტექნოლოგიების შესწავლის, გამოყენებისა და გავრცელების საქმეში.
სტაჟირების მონაწილეები გაეცნობიან საზოგადოების მუშაობის სპეციფიკას, აქტიურად ჩაერთვებიან საზოგადოების საქმიანობაში.
ძირითადი მოვალეობები:
ცოდნის ცენტრებთან ყოველდღიური კომუნიკაცია
ფონდებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა
არაკომერციული და ბიზნეს პროექტების/გონდების მოძიება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება/სტუდენტი
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე [email protected].
განცხადებები მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 ივნისი.