ანაზღაურებადი სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით

დასაქმება

კომპანია ფინანსური კონსულტაციების ჯგუფი ”BE GROUP” აცხადებს ანაზრაურებად სტაჟირებას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე, დასაქმების პერსპექტივით. ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში იქნება ბონუსური სისტემით, ხოლო დასაქმების შემთხვევაში თანამშრომელს დაემატება ფიქსირებული ხელფასი.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 2 თვე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

სოციალური მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მართვა;
კრეატიული კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
სარეკლამო ვიზუალის და ტექსტის შერჩევა, თემატური კონტენტის შექმნა სოციალურ ქსელში.
მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
კომპანიის ვებ-გვერდის ადმინისტრირება.
სოციალური და სატელეფონო გაყიდვების განხორციელება.
კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და მომსახურებების პრეზენტაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების დარგში)
სოციალური მედიის/ბრენდინგის განხრით სასწავლო კურსის/ტრენინგის გავლა ჩაითვლება უპირატესობად;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
გრაფიკური პროგრამების (Adobe Photoshop/Adobe Illustrator) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ფეისბუქის გვერდის მართვის გამოცდილება და ტექნიკური შესაძლებლობების კარგად ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

შემოქმედებითად აზროვნების უნარი;
სწრაფად ათვისების უნარი;
კარგი კომუნიკაციური და ორგანიზატორული უნარები;
ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: info@begroup.ge და ელ-ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “სტაჟირება: სოციალური მედიის მენეჯერი”. რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 7 ივნისი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები