სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის დასაქმების სააგენტო HR-გან

დასაქმება

„დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ აცხადებს სტაჟირების პროგრამას შემდეგი პოზიციებისათვის:

  • კორპორატიული ურთიერთობის ასისტენტი
  • მონაცემების დამუშავების/მონაცემთა ბაზის ოპერატორი
  • ინვოისებისა და ჩარიცხვების კონტროლის სპეციალისტი
  • კადრების შერჩევის ოფიცერი

საზაფხულო პროგრამის ფარგლებში მოგეცემათ პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობა. გთავაზობთ, გუნდურ და პოზიტიურ სამუშაო გარემოს. თუ გსურთ რომ, წარმატებულად დაიწყოთ კარიერა, გაეცნოთ თანამედროვე ორგანიზაციების მუშაობის პრინციპებს და გსურთ, რომ რეალიზება გაუკეთოთ თქვენს ცოდნასა და შესაძლებლობებს, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ მოთხოვნებს და დაინტერესების შემთხვევაში გამოეხმაუროთ.

☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

მოთხოვნები:

2,3,4 კურსის სტუდენტი;
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Powerpoint, Word, Excel, Outlook, Internet);
ენების ცოდნა: ქართული (ძალიან კარგად), რუსული (ძალიან კარგად), ინგლისური (ძალიან კარგად);

სასურველი მოთხოვნები:

ბიზნეს(ან პროფესიული) კომუნიკაციის უნარ-ჩვევები(ან განათლება)
ლიდერული უნარ-ჩვევები
კრეატიული უნარ-ჩვევები

პიროვნული თვისებები:

აქტიურობა;
შრომისმოყვარეობა;
კარგი პრეზენტაციის უნარი;
კომუნიკაბელურობა;
სირთულეების დაძლევის უნარი;
დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
საქმეზე ორიენტირებულობა;

არ ითხოვენ სამუშაო გამოცდილებას და გეძლევათ შანსი, რომ თქვენი კარიერის შექმნა დაიწყოთ ამ ორგანიზაციაში.

წარმტებული კანდიდატები გაივლიან სტაჟირებას 3 თვის მანძილზე და ექნებათ საშუალება საკმაო პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა.

პროგრამა იწყება 1 ივნისს და გაგრძელდება 31 აგვისტოს ჩათვლით.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს და გსურთ სტაჟირების გავლა ეწვიეთ ბმულს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები