სეულის ჰანკუკის უცხოურ ენათა უნივერსიტეტი აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას საქართველოს მოქალაქეებისთვის. პროგრამა ითვალისწინებს 4-წლიანი საბაკალავრო საფეხურის სწავლების დაფინანსებას, რომლის ფარგლებშიც სრულად დაიფარება სტუდენტის სწავლის გადასახადი, ხოლო სხვა ხარჯები სტუდენტმა პირადად უნდა გასწიოს.
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
განაცხადს თან უნდა ერთვოდეს კორეის რესპუბლიკაში სტუდენტის ქვეყნის ელჩის, სტუდენტის ქვეყანაში კორეის რესპუბლიკის ელჩის ან კორეის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის რეკომენდაცია.
განაცხადები მიიღება როგორც შემოდგომის (აგვისტო-დეკემბრის პერიოდში), ისე გაზაფხულის (თებერვალი-ივნისის პერიოდში) სემესტრისთვის. საბოლოო გადაწყვეტილება განმცხადებლებს ეცნობებათ, შესაბამისად, ივლისში და იანვარში.
სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
სააპლიკაციო განაცხადის შესავსებად იხილეთ დანართი.