სტაჟირება სტუდენტებისთვის – ანაზღაურებით

დასაქმება

ინოვაციური სტარტაპი “Tbilisi Pass/თბილისი პასი” აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას.

სამ თვიანი კურსის მანძილზე სტაჟიორები ჩართულები იქნებიან პროექტის ყველა ნაწილში. კურსის დასრულების შემდეგ კანდიდატები მიიღებენ შესაბამის სერტიკიფიკატსა და სარეკომენდაციო წერილს. წარმატებული სტაჟიორები აუცილებლად დასაქმდებიან კომპანიაში, გახდებიან გუნდის წევრები.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

სტაჟირების სპეციფიკა:

  • სტაჟირების განმავლობაში ისწავლით, თუ როგორ იქმნება ინოვაციური პროდუქტი და როგორ შეიძლება მისი მომხმარებლისთვის სწორად მიწოდება;
  • სტაჟირება მოიცავს სხვადასხვა ორგანიზაციებთან ეფექტურ კომუნიკაციასა და თანამშრომლობას.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი ბიზნესის მიმართულებით;
  • ინგლისური ენისა და საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებიდან მოძიების, ანალიზისა და დამუშავების უნარები;
  • თვითგანვითარებისა და სწავლის უნარები, ინიციატივა და მიზანდასახულობა;
  • კომუნიკაბელურობა, დახვეწილი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები;
  • ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება.

კონკურსის ფორმა: შერჩევის პროცესი მოიცავს მონაწილეებისათვის დავალების მიცემის და გასაუბრების ეტაპებს.

სამუშაო განაკვეთი: მოქნილი.
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 სთ.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: hr@tbilisipass.ge 27 მაისამდე, წერილის სათაურში მიუთითეთ “სტაჟირება”.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები