ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის

დასაქმება

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) სტაჟირების პროგრამის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას ბაკალავრის დიპლომის მქონე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის.

შერჩეული კანდიდატი შეუერთდება ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის გუნდს და მიიღებს მნიშვნელოვან პროფესიულ გამოცდილებას. იგი ჩაერთვება ადამიანის უფლებებსა და სხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ჩასატარებელ კვლევით საქმიანობაში და ასევე სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტების მომზადების პროცესში.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სტაჟიორის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს მართლმსაჯულების სისტემისა და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის საკითხებზე კვლევების წარმოება, შესაბამისი სამართლებრივი აქტების, პოლიტიკის დოკუმენტებისა და სხვა სახით არსებული საჯარო ინფორმაციის ანალიზი.

სტაჟიორის ძირითადი მოვალეობები:

  • ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოვლენის, შესწავლისა და დოკუმენტირების პროცესში მონაწილეობა;
  • EMC-ის იურისტებთან ერთად საველე სამუშაოებში მონაწილეობა;
  • იდენტიფიცირებულ უფლებადარღვევის შემთხვევებზე ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო ინსტრუმენტებზე დაყრდნობით სამართლებრივი ანალიზის მომზადების პროცესში მონაწილეობა;
  • ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლის პროცესში მონაწილეობა;
  • სამართლებრივი კვლევისა და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადების პროცესში მონაწილეობა.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (ან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • სასურველია სამეცნიერო კონფერენციებში, იმიტირებულ პროცესებში და სემინარებში/ტრენინგებში მონაწილების გამოცდილება;
  • ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ანაზღაურება: სტაჟიორის ჰონორარი შეადგენს 200 ლარს.
სტაჟირების პერიოდი: 3 თვე

განაცხადის წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2017 წლის 17 მაისამდე:

  • რეზიუმე (СV);
  • მოტივაციის წერილი;
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • ორი რეკომენდატორის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის აკადემიური ცოდნა ან/და სამუშაო უნარ-ჩვევები.

არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ “EMC – სტაჟირება”.

EMC გასაუბრების მიზნით მხოლოდ იმ კანდიდატებს დაუკავშირდება, რომლებიც წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

თბილისი, ი. აბაშიძის ქუჩა #12ა
(032) 2 233706
[email protected]

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები