“ადამიანი უფლებების განვითარების ფონდი” აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე – “მარტოხელა მშობლები საქართველოში”.
ვინ არიან მარტოხელა მშობლები:
ქალი ან კაცი, ვისაც რეგისტრირებული ქორწინების გარეშე ჰყავს არასრულწლოვანი შვილი;
განქორწინებული ქალი ან კაცი, ვისაც არასრულწლოვანი შვილი ჰყავს;
ქვრივი, რომელსაც არასრულწლოვანი შვილი ჰყავს;
ქალი ან კაცი, ვისაც შვილად ჰყავს აყვანილი არასრულწლოვანი.
☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს საკონკურსო მასალა:
საკონკურსო მასალა, შესაძლოა, იყოს 1 ფოტო ან ფოტოპროექტი (მაქსიმუმ 12 ფოტო);
ფოტო/ფოტოები წარმოდგენილი უნდა იყოს JPG ფაილის ფორმატით, მინიმუმ 2000-3000 pix;
ფოტოები შეიძლება იყოს როგორც ფერადი, ასევე შავ-თეთრი;
რა კრიტერიუმებით შეირჩევა საუკეთესო ფოტო/ფოტოპროექტი:
მასალაში უნდა ჩანდეს, რომ დედა/მამა მარტოხელაა და შვილს მარტო ზრდის;
უნდა ჩანდეს ის სირთულეები, რაც შვილის მარტო გაზრდას უკავშირდება;
სასურველია, ჩანდეს ის სოციალური პრობლემები, რაც მარტოხელა მშობლების უმეტესობას აქვს.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან სამ ნომინაციაში:
პირველი ადგილი – 500 ევრო;
მეორე ადგილი – 400 ევრო;
მესამე ადგილი – 300 ევრო.
საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 30 ივნისი, 18:00 სთ. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მასალები უნდა გამოგზავნონ ორგანიზაციის ელ. ფოსტაზე: [email protected] ან წარადგინონ შემდეგ მისამართზე: კანდელაკის ქუჩა 2, სადარბაზო 2, სართული 2, ბინა 22.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 2 477 566