სამაგისტრო, სადოქტორო და სახელოვნებო სასტიპენდიო პროგრამებზე კონკურსი გამოცხადდა

კონკურსები

განათლების საერთაშორისო ცენტრი სამაგისტრო, სადოქტორო და სახელოვნებო სასტიპენდიო პროგრამებზე კონკურსს აცხადებს. 2017-2018 წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განცხადებების მიღება დაიწყო.

სასტიპენდიო პროგრამების მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ მოქალაქეები, რომლებიც ჩაირიცხნენ საზღვარგარეთ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე. სამივე პროგრამა ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას.

განცხადების წარდგენა შეგიძლიათ 31 მაისის ჩათვლით (თბილისის დროით) 19:00 საათმდე.

განათლების საერთაშორისო ცენტრში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს 13:00 საათიდან 15:00 საათამდე.

განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები შეხვედრებს ასევე გამართავენ რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებთან:

  • ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2017 წლის 3 მაისი, 14:00 საათი;
  • გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, 2017 წლის 5 მაისი, 13:00 საათი;
  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, 2017 წლის 10 მაისი, 14:00 საათი;
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი, 2017 წლის 11 მაისი, 12:00 საათი;

სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრი. მის.: ი.ჭავჭავაძის გამზ. 7, მე-2 სართული, ელ-ფოსტა: info-iec@iec.gov.ge, საინფორმაციო ხაზის ნომერი (+995 32) 297 01 97.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები