ცესკომ გამოაცხადა მიღება საარჩევნო ადმინისტრატორის უფასო კურსებზე – მიმდინარეობს რეგისტრაცია

განათლება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სწავლების ცენტრი მიმდინარე წლის 29 მაისიდან 26 ივნისამდე პერიოდში განახორციელებს საინფორმაციო-სასწავლო პროექტს „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“. აღნიშნული კურსი ითვალისწინებს კენჭისყრის პროცედურების შესწავლას, რაც ემსახურება სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და ხელს უწყობს საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირებას. კურსის ხანგრძლივობა 2 დღეა და გაიცემა სერტიფიკატი.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

პროექტი საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში განხორციელდება (იხ. მუნიციპალიტეტების ცხრილი).

სასწავლო კურსის გავლა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან. სასურველია პროექტში მონაწილეობის მსურველ პირს გააჩნდეს საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი ან/და საარჩევნო განვითარების სკოლის სერტიფიკატი. მონაწილეთა ჯგუფების შედგენისას გათვალისწინებული იქნება გენდერული თანასწორობის პრინციპი.

კურსის გავლისთვის, საჭიროა შეავსოთ აპლიკაცია (იხ. აპლიკაციის ფორმა) და წარადგინოთ პროექტის განხორციელების ადგილის მიხედვით  საოლქო საარჩევნო კომისიაში, 24 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა). აპლიკაციის წარდგენისას თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები