სტაჟირება სტუდენტებისთვის დასაქმების პერსპექტივით

დასაქმება

“უნიქარდი” აცხადებს სტაჟირებას სტუდენტებისთვის სატელეფონო ცენტრში.

სტაჟირების განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან:

სატელეფონო საუბრის სტანდარტებს;
მომხმარებლის მომსახურების სტანდარტებს;
ორგანიზაციაში ქცევის ნორმებს (კორპორატიული სტანდარტები);
სტაჟირების ვადა – 2 თვე (არა ანაზღაურებადი სტაჟირება)
სტაჟირების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი და რეკომენდაცი. წარმატებული სტაჟიორები დასაქმდებიან სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

ძირითადი მოთხოვნები:

სტუდენტი
რუსული ენის მაღალ დონზე ცოდნა სავალდებულოა
MS Office-ის და ინტერნეტის საძიებო სისტემის მაღალ დონეზე ცოდნა.
ასაკი: 18- 25 წლამდე

აუცილებელი უნარები:

დახვეწილი, გამართული მეტყველება, სასიამოვნო ხმა
პასუხიმგებლობის მაღალი გრძნობა
გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
ინფორმაციის სწორად მიღების და გადაცემის უნარი
გუნდურად მუშაობის უნარი
პუნქტუალურობა

სტაჟირების გრაფიკი: დღეში 4-6 საათი, კვირაში 4-5 დღე (სწავლის გრაფიკთან შეთავსებით).

გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად, გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე: [email protected] 11 მაისამდე და “subject”-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “სატელეფონო ცენტრის სტაჟიორი”.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები