კომპანია “მკითხველი” საკურიერო კომპანიაა, რომელიც ახორციელებს წიგნების სატელეფონო გაყიდვებს; ასევე, უზრუნველყოფს აღნიშნული პროდუქციის მიწოდებას მომხმარებლისათვის სასურველ დროსა და ადგილას; ამასთანავე, ინდივიდუალურ კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს წიგნებთან დაკავშირებით.
☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
კომპანია “მკითხველი” აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:
1. ქოლ-ცენტრის ოპერატორი თბილისსა და ქუთაისში
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება (სტუდენტი);
- სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
- სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში (სასურველია);
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი – MS Office-ის და MS Excel-ის ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- კომუნიკაბელურობა და დამაჯერებლობა;
- პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
- ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
- ენერგიულობა და სისხარტე;
- მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული და პუნქტუალური;
- გუნდური მუშაობის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ასაკი: 18-დან 30 წლამდე.
სამუშაო გრაფიკი: არასრული, 10:00-დან 16:00-მდე, 16:00-დან 22:00-მდე – მონაცვლეობით.
ანაზღაურება: განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით.
2. კურიერი თბილისში
მოვალეობა: წიგნების ადგილზე მიტანა.
აუცილებელი მოთხოვნები:
- პირადი ავტომობილი (აუცილებელია გაზზე)
- მანქანის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- ქართული ენის გამართულად ცოდნა
- საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა
- მინიმალური განათლება: ბაკალავრი.
უნარ-ჩვევები:
- დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი
- დისპეტჩერიზაციის, სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
- მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- მომხმარებელზე ორიენტირებული
- გამართულად მეტყველების უნარი.
უპირატესობა მიენიჭება მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
ხელფასი განისაზღვრება 650 ლარით + ბონუსები.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] (თბილისი) ან [email protected] (ქუთაისი) და სათაურში მიუთითოთ ქალაქი და “ქოლ-ცენტრის ოპერატორის/კურიერის ვაკანსია”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
რეზიუმეს გაგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 3 მასი.
მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-3 სართული, ოთახი 301.