პალიტრა ჯგუფი პროექტის „ისწავლე და იმუშავე“-ს მესამე ნაკადის მიღებას იწყებს.
- ხარ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ან ახალი კურსდამთავრებული?
- გაინტერესებს გაყიდვების მენეჯმენტი?
- გსურს იყო დიდ და ძლიერი გუნდის წევრი?
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
პალიტრა ჯგუფი სწავლის და კარიერის შექმნის შესაძლებლობას გთავაზობს. პროექტის ფარგლებში კონკურსით შერჩეული წარმატებული კანდიდატები გაივლიან 2 თვიან პროგრამას, რომელიც მოიცავს 1 თვიან ინტენსიურ სწავლებას პალიტრა ჯგუფის ტრენინგ-ცენტრში და სტაჟირებას კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტში.
პროგრამის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილე მიიღებს პროექტის მონაწილის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან:
- გაყიდვების მენეჯმენტს
- მოლაპარაკების ტექნიკებს
- რეკლამის გაყიდვებს
- კონტენტ მარკეტინგს
პროგრამის წარმატებული მონაწილეები დასაქმდებიან პალიტრა ჯგუფის გაყიდვების დეპარტამენტში.
პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი (ნებისმიერი სპეციალიზაციით)
- კომუნიკაბელურობა და მიზანდასახულობა;
- განვითარების სურვილი;
- შემოქმედებითი აზროვნება და სიახლეებისადმი ღიაობა;
- აქტიურობა და ენერგიულობა;
პროგრამის “ისწავლე და იმუშავეს“ მონაწილეთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე. თუ თვლი რომ ეს შენი შანსია, გააგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: [email protected] ან მიწერეთ ფეისბუკ-გვერდზე: www.facebook.com/Palitra.job/?fref=ts არაუგვიანეს 20 აპრილისა.