შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა, აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის და პერსონალის შერჩევის მიმართულებით.
☼ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის ან სხვა რელევანტური მიმართულებით (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან მაგისტრანტი);
- მსგავს პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა, მათ შორის Excel -ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ახალ გარემოში ადვილად ადაპტაციის უნარი;
- კომუნიკაბელური, აქტიური, ენერგიული, დეტალებზე ორიენტირებული;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 2017 წლის 14 აპრილისა (18:00 საათი).
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში (“subject”) მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს – “სტაჟიორი ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში” წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.