მაგნიტური მიმზიდველობა და ძალადობრივი ვნება რეჟისორებისთვის ყოველთვის შთაგონების წყაროია. როცა ფილმები ერთდროულად ეხება წინააღმდეგობრივ გრძნობებსა და შეუსაბამო გონებრივ სურვილებს, ფილმი საინტერესო და ამაღელვებელი გამოდის, ასეთი ფილმები კი გულგრილს არავის ტოვებს. Bright Side-მა შემოგვთავაზა 10 ფილმი, სადაც ვნება, სიგიჟე და სექსი სიუჟეტის მთავარ სცენებს წარმოადგენს.
☼ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
Original Sin – როდესაც მსუბუქი გატაცება ვნებაში გადადის, როდესაც ქალი აკვიატებულ აზრად ხდება, როდესაც გონი უფსკრულისკენ მიექანება, სიყვარული სასიკვდილო ორთაბრძოლად გარდაიქმნება. მდიდარი ვაჭარი კუბიდან ლუის ანტონიო ვარგასი აპირებს ცოლად ამირიკელი ქალი შეირთოს. ახლოვდება სანატრელი შეხვედრა საცოლესთან. აფორიაქებულმა საქმრომ წარმოიდგინა მორიდებული ქალიშვილი, რომელთანაც მას ცხოვრების გაგრძელება მოუწევს. მაგრამ ლუისის მოლოდინი არ გამართლდა მის ცხოვრებაში შემოიჭრა საბედისწერო ქალი. მომხიბვლელობის ძალას და ცდუნების მაგიას შეუძლია ნებისმიერი აქციოს ბედნიერად და ნებისმიერი დაღუპოს.
Partir – სიუზანი ორი შვილის დედა და წარმატებული ქირურგის მეუღლეა. ოჯახური ცხოვრება მისთვის მოსაბეზრებელი გახდა და გადაწყვიტა დაუბრუნდეს საექიმო პრაქტიკას. ქმარმა დაიქირავა მუშა, რადგან მეუღლეს მოუწყოს კაბინეტი. წლობით დაწყობილი ცხოვრება ინგრევა, როდესაც სიუზანსა და მუშას შორის გრძნობა ჩნდება.
Fear – თექვსმეტი წლის მშვენიერი ქალიშვილი ნიკოლი თავის მეგობართან ერთად ღამის კლუბში მიდის, სადაც მომხიბვლელ ახალგაზრდას დეივიდს გაიცნობს. მალე უცოდველი პირველი სიყვარული აუტანელ ურთიერთობაში გადაიზრდება. უსაფუძვლო ეჭვიანობის და აგრესიის ქვეშ ექცევა ნიკოლი. დეივიდი თავის მეგობარს სასტიკად გაუსწორდება მხოლოდ იმიტომ, რომ ნიკოლთან ერთად ქუჩაში გაიარა. ნიკოლი ცდილობს ურთიერთობა გადაწყვიტოს დევიდთან, რასაც იგი მდგომარეობიდან გამოჰყავს.
Damage – ხანში შესულ მამაკაცს ახალგაზრდა ქალი შეუყვარდა. ეს არ არის წამიერი გატაცება. ეს დამატყვევებელი და შეშლილი უკანასკნელი სიყვარულია.
Lie with Me – ლეილა ახალგაზრდა სექსუალური ქალია, რომელსაც მამაკაცები გულგრილად ვერ უყურებენ. ის კი ძლიერი სქესის წარმომადგენლებს მხოლოდ წუთიერი სიამოვნების მიღებისთვის ხვდება. ერთხელაც ლეილას ბედისწერა დევიდს ახვედრებს. მალე გოგონა ხვდება, რომ მისი ურთიერთობა დევიდთან არ გავს სხვა ურთიერთობებს. დევიდიც იგივეს გრძნობს.
Dot the I – ფილმი მოგვითხრობს სასიყვარული სამკუთხედის შესახებ, რომელიც ესპანელი ქალის ირგვლივ ტრიალებს. მან საქმროსთან ერთად მშვიდი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა, თუმცა ქორწილის წინ ძველი ვნებიანი რომანი ახსენებს თავს.
The Postman Always Rings Twice – ამ კრიმინალური დრამის მოქმედება ვითარდება ამერიკაში დიდი დეპრესიის დროს. უსახლკარო ფრენკ ჩემბერსმა მოძებნა დროებითი თავშესაფარი და სამუშაო გზისპირა სასადილოში. ის მოშინაურდა, მოეწონა მეპატრონეს და, რაც მთავარია მეპატრონის ცოლს. ამ ქალთან მას საკმაოდ ახლო კავშირი გაუჩნდა. ფრენკი, როგორც მამაკაცი ბევრად უფრო საინტერესოა ვიდრე მისი მეუღლე. რაღაც გარკვეული დროს მერე ახალგაზრდა წყვილი, ჩათვლის, რომ მეპატრონე უკვე ზედმეტია მათ ცხოვრებაში და გადაწყვეტს ის თავიდან მოიშოროს.
Don’t Move – ნამდვილი სიგიჟეა, როცა წარმატებულ ექიმსა და სამაგალითო მეოჯახეს მოულოდნელად ვნება აღეძვრება ღარიბი ემიგრანტის მიმართ. ის აღმოჩნდება რთული არჩევნის წინაშე.
Unfaithful – კონი დედა და მეუღლეა. მისმა 11 წლიანმა ქორწინებამ ედუარდთან, ვნება დაკარგა. კონი წიგნების სიმპატიურ კოლექციონერს, პოლს გადაეყრება და მასთან რომანს გააბამს. თუმცა ედუარდი მალე ეჭვს აიღებს და გადაწყვეტს მოწინააღმდეგეს აჯობოს.
Big Love – 16 წლის სკოლის მოსწავლე ემილიას, ცნობილი მსახიობის ქალიშვილს, უყვარს სიმღერა და ოცნებობს ჩააბაროს კონსერვატორიის ვოკალურ განყოფილებაში. ერთხელაც კლუბში ის შეხვდება მაჩეს, ყოფილი დრამერს და კარგი მძღოლს. ემილიას მალევე შეუყვარდება ის და გადაწყვეტს მასთან ერთად სახლიდან წასვლას. თანთადანობით პირველი სიყვარული გადაიზრდება ძალადობრივ, ყოვლისშთამნთქმელ და საშიშ ვნებად.