სტაჟირება სტუდენტებისთვის

დასაქმება

 

ივენთ კომპანია “Evento” დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის აცხადებს მარკეტინგის და ღონისძიებების ორგანიზატორის მიმართულებით სტაჟირებას.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება – ტურიზმის მართვა ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
  • სამუშაო გამოცდილება ტურიზმის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • რუსული და ინგლისური ენების ფლობა (საკომუნიკაციო დონეზე);
  • Microsoft Office კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (დამატებითი პროგრამების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
  • დროის მართვის უნარი;
  • იყოს მოტივირებული და შეეძლოს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად მუშაობა
  • შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა, გუნდში მუშაობის უნარი და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • გაყიდვებისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
შრომის ანაზღაურება: არა ანაზღაურებადი

სტაჟირების გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი (200 სიტყვა) ელ.მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 2017 წლის 15 აპრილისა. Subject Line  მიუთითეთ  ,,სტაჟირება”.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები