10 ყველაზე პოზიტიური ფილმი მოტივაციის ასამაღლებლად

თავისუფალი დრო

ფილმებს ხშირ შემთხვევაში ხასიათის, ჟანრების, მსახიობებისა თუ მათი პოპულარობის მიხედვით ვირჩევთ. თუმცა ფილმებს, რომლებსაც ახლა შემოგთავაზებთ განსხვავებული მახასიათებელი აქვთ, ისინი თქვენს მოტივაციას აამაღლებენ. ეს ფილმები დაგაფიქრებთ თქვენს შესაძლებობეზე და მიგახვედრებთ, რომ რაც შეუძლებელი გეგონათ, სრულებით შესაძლებელია.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

Coach Carter – ნამდვილი ამბავი, რომელშიც რიჩმონდის კოლეჯის საკალათბურთო გუნდის მწვრთნელი კენ კარტერი 1999 წელს მედიის ყურადღების ცენტრში ხვდება იმისათვის, რომ მთელ გუნდს სათადარიგოთა სკამზე დასვამს ცუდი აკადემიური მოსწრების გამო.

1975405-2-650-e269e33931-1484650266

The Straight Story – 73 წლის ელვინ სტრეიტი ინფაქტის გადატანის შემდეგ იგებს რომ სიცოცხლე ცოტაღა დარჩა და უარს ამბობს მკურნალობაზე. სიკვდილის წინ მას უნდა თავისი ძმის ნახვა, რომელიც დიდი ხანია არ უნახავს წარსულში სულელური კამათის გამო. ელვინი ყოფილი სნაიპერია და მხედველობა აქვს დაქვეითებული. ამის გამო მას მართვის მოწმობას არ აძლევენ, ამიტომ ის ძმის სანახავად პროვინციული ამერიკის გავლით თავისი გაზონის მკრეჭავი მანქანანით მიემგზავრება.

1975505-3-650-990eae3bf3-1484650266

The World’s Fastest Indian – ფილმი მოგვითხრობს ცნობილი ახალზელანდიელი ბერტა მონროს ცხოვრების ისტორიას, რომელმაც თავისი ცხოვრების უამრავი წელი დაახარჯა თავისი საყვარელი მოტოციკლის გადკეთებას საშეჯიბრო ბოლიდში სიჩქარის რეკორდის დასამყარებლად. ეს მოტოციკლი მარკის “ინდიანი” იყო, გამოშვებული 1920 წელს და მის მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 58 მილი/სთ აღწევდა. ოფიციალური რეკორდი (200 მილი/სთ) იყო დამყარებული! ეს 1967 წელს მოხდა.

1975605-1-650-6710afeaeb-1484650266

Salmon Fishing in the Yemen – ლონდონის თევზჭერის ცენტრის დოქტორი ალფრედ ჯონსი მიიღებს შეიხისგან უცნაურ შეთავაზებას: გაუკეთოს ორგანიზება იემენში სპორტულ შეჯიბრს ორაგულის ჭერაში. დოქტორი ჯონსი, რა თქმა უნდა, უარს განაცხადებს, მაგრამ ამ ინფორმაციას ყურადღებას მიაქცევენ ბრიტანელი პოლიტიკოსები.

1975705-17-650-2a249a519d-1484650266

The Way Way Back – ფილმი მოგვითხრობს ერთ საკუთარ თავში ჩაკეტილ ბიჭზე, რომლის მშბლებიც გაცილებულები არიან, დედას კი ახალი მეგობარი კაცი ჰყავს. მას არუყვარს ბევრი საუბარი და აშკარად უჭირს ხალხთან ურთიერთბა. ყველაფერი შიეცვლება როდესაც ის ერთ საინტერესო მეგობარს შეიძენს და დაიწყებს აკვაპარკში მუშაობას.

1975805-4-650-9a91d136d7-1484650266

One Chance – ყველას ქონია ცხოვრებაში დიდების წუთი, ან აუცილებლად ექნება. თუ თქვენ უკვე ოცდაჩვიდმეტის ხართ, არ ხართ ლამაზი, მუშაობთ მობილური ტელეფონების პატარა მაღაზიაში, ცხოვრებთ მშობლებთან სხვენზე და გინდა მხოლოდ ერთი რამ – იმღერო საოპერო სცენაზე, ყველაფერი გაცილებით რთულადაა.

1975855-9-650-3e078e1676-1484650266

Alexander and the Terrible, Horrible, No Good, Very Bad Day – ალექსანდრეს უამრავი უსიამოვნება შეხვდება მთელი დღის მანძილზე. ამ დროს სხვებს, მის ოჯახში, ფაქტობრივად, არანაირი პრობლემა არ აქვთ. ალექსანდრე წარმოიდგენს, რა მოხდებოდა ყველას მასავით საშინელი, უიღბლო, ძალიან ცუდი დღე რომ ჰქონოდა.

1975955-8-650-f8590fb7c5-1484650266

Bend It Like Beckham – ჯესი მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ მან ზუსტად იცის, რა გააბედნიერებს მას – კარიერა ფეხბურთში, ისეთივე, როგორიც ცნობილ მოთამაშეს ბეკჰემს აქვს. სანამ ის ადგილობრივ ბიჭებთან ფეხბურთს თამაშობს ლონდონის პარკში, და უმტკიცებს მათ, რომ გოგოები ბიჭებზე უარესად არ თამაშობენ ფეხბურთს, მისი მშობლები, როგორც მიღებულია ტრადიციულ ინდურ ოჯახში, მისთვის ღირსეულ ქმარს ეძებენ და გეგმებს აწყობენ. ერთხელაც ჯესი ჯულზს გაიცნობს და ის დაპატიჟებს მას ქალთა საფეხბურთო სექციის ვარჯიშზე. მისი ოცნება ნელ-ნელა რეალობა ხდება.

1976005-7-650-1e3b5c86d1-1484650266

Everybody’s Fine – პენსიონერი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტს შვილების ახლოს გასაცნობად წავიდეს მათთან.იგი მოგზაურობის დროს უამრავ მოულოდნელ რამეს აღმოაჩენს.

1976055-5-650-5fd080c928-1484650266

Begin Again –  ისინი ცხოვრობენ მუსიკალური სამყაროს ცენტრში, ნიუ-იორკში. დენი შოუ-ბიზნესის ლეგენდა და მუსიკალური ლეიბლის ყოფილი დირექტორი, გრეტა – მუსიკოსი და როკ-მუსიკოსის ყოფილი შეყვარებული. ისნი ცხოვრების ახლიდან დაწყებას, თავიდან, ერთმანეთის გარეშე, აპირებენ.

1976355-10-650-9a91d136d7-1484650266

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები