რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია “გლობალ ბენეფიტს ჯორჯია” ახალი ინოვაციური მოთამაშეა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ ვართ საერთაშორისოდ დამკვირდებული და აღიარებული კომპანია Global Benefits Group-ის რეგიონალური ფილიალი. როგორც GBG-ის ოჯახის წარმომადგენლებს, წვდომა გვაქვს 36 წლიან საერთაშორისო გამოცდილებასთან და ვავითარებთ ბენეფიტ პროგრამებს, რომელიც მოიცავს სადაზღვევო სფეროს სრულ სპექტრს.
☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ცვლაში (ითვალისწინებს ღამის ცვლაში მორიგეობას)
მოვალეობები:
- დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულების იდენტიფიცირება;
 - კონსულტაციების გაწევა სადაზღვევო პირობების შესახებ;
 - ზარალების იდენტიფიკაცია და პროგრამაში ფიქსირება;
 - სადაზღვევო შემთხვევის კოორდინირება;
 - დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ;
 - ზარების გადამისამართება;
 - კლიენტების ვიზიტების დაგეგმვა;
 - ტელეფონის საშუალებით კლიენტების უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით;
 - სადაზღვევო პროგრამასთან მუშაობა;
 - სხვა დავალებები და პასუხისმგებლობა მოთხოვნის შესაბამისად;
 
სამუშაო მოთხოვნები:
განათლება/სამუშაო გამოცდილება:
- აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
 - სასურველია სადაზღვევო კომპანიაში ან სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება;
 - MS Office პროგრამების ცოდნა;
 - ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.
 
უნარ-ჩვევები:
- გამართული მეტყველება;
 - კომუნიკაციის უნარი;
 - მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
 - ყურადღება დეტალების მიმართ და ანალიზის უნარი;
 - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
 - სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
 - გუნდური მუშაობა;
 - ღამის ცვლაში მუშაობის უნარი;
 
დაინტერესებულ კანდიდატებმა გააგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2017 წლის 30 მარტის ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

                                    


