“მომავლის ბანაკის” ლიდერის პოზიციაზე შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

დასაქმება

 

სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი” აცხადებს შერჩევას “მომავლის ბანაკის” ლიდერის პოზიციაზე.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი” ახორციელებს პროგრამა “მომავლის ბანაკს”, რომლის ფარგლებშიც 5 (ხუთი) დღის და/ან 8 (რვა) დღის მანძილზე, 14-18 წლის და/ან 18-24 წლის ასაკის ახალგაზრდებს “მომავლის ბანაკის” ტერიტორიაზე არსებულ ბანაკში საშუალება მიეცემათ, სხვადასხვა სახის გასართობ-შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობის გზით მიიღონ არაფორმალური განათლება.

დღის განმავლობაში ბენეფიციარებს ჩაუტარდებათ ტრენინგები, დღის მეორე ნახევარი კი დატვირთული იქნება სპორტულ-გასართობი აქტივობებით.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ლიდერები შეირჩევიან “მომავლის ბანაკისთვის” (ზაფხულის პერიოდში).
ბანაკის ფუნქციონირების პერიოდი: ივნისი – სექტემბერი.
ნაკადის ხანგრძლივობა: 5 (ხუთი) დღე და/ან 8 (რვა) დღე.

მოვალეობები:

  • ბანაკის პროგრამის და შინაგანაწესის ცოდნა;
  • ლიდერთა მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
  • ბანაკის პროგრამისა და დაგეგმილი აქტივობების განხორციელება;
  • ჯგუფისთვის საჭირო ინვენტარის ჩაბარება, ზედამხედველობა, მონიტორინგი და ნაკადის ბოლოს ბანაკის საწყობის უფროსისათვის მისი დაბრუნება;
  • ბანაკის ტერიტორიის შესწავლა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით პრევენციული ზომების მიღება, საევაკუაციო გეგმის ცოდნა;
  • ბანაკის ხელძღვანელობასთან მუდმივი და მჭიდრო კომუნიკაცია ინფორმაციის დროული და ეფექტიანი გაცვლის მიზნით;
  • ბანაკის ხელმძღვანელობის ინფორმირება ნებისმიერი წინააღმდეგობისა და ჯგუფში არსებული რაიმე სახის პრობლემის შესახებ;
  • ლიდერთა ყოველდღიურ შეხვედრებზე დასწრება;
  • ჯგუფის წევრების ჩართულობის უზრუნველყოფა პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებში;
  • ბანაკის მონაწილეთა ჩართულობის ყოველდღიური და საბოლოო შეფასება;
  • სამუშაოს დროული და ხარისხიანი შესრულება;
  • საკუთარი ჯგუფში ბანაკის რეჟიმის, წესების, ქცევის ნორმებისა და შინაგანაწესის დაცვა;
  • ბანაკის მონაწილის ან მონაწილეთა ჯგუფის მიერ შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში ბანაკის ხელმძღვანელობის ინფორმირება;
  • ბანაკის მონაწილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ბანაკის ხელმძღვანელობის და ექიმის ინფორმირება;
  • უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • 20-30 წლის აქტიური ახალგაზრდა, რომელსაც აქვს მოტივაცია, სურვილი და შესაძლებლობა, გახდეს ახალგაზრდული ბანაკის ლიდერი;
  • სასურველია 14-18 წლის და/ან 18-24 წლის ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ან უმაღლესდამთავრებული;
  • სასურველია ახალგაზრდული პროექტების ორგანიზების გამოცდილება;
  • სასურველია ბანაკში მონაწილეობის გამოცდილება;
  • ზოგადი ცოდნა ბანაკის თემატიკის ირგვლივ;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
  • კრეატიულობა;
  • კომუნიკაბელურობა.

ლიდერების ანაზღაურება:

– ბანაკის ცალკეულ ნაკადზე (5 დღე): 200 ლარი (დარიცხული); (8 დღე): 300 ლარი (დარიცხული);
– ლიდერების სამუშაო და საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრება “მომავლის ბანაკი”-ს ტერიტორია;
– ლიდერები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებით.

საჭირო დოკუმენტაცია:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • რეზიუმე (CV) ფოტოსურათით;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან ან დიპლომის ასლი;
  • ნასამართლეობის ცნობა;
  • ნარკოლოგიურის ცნობა.

შერჩევის ეტაპები:

ჯგუფის ლიდერების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის წესით და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

– კონკურსანტების მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაციის განხილვა და გადარჩევა;
– გადარჩეული კანდიდატების ჯგუფური გასაუბრება;
– თეორიული ტრენინგი თბილისში;
– პრაქტიკული პროგრამა-ტრენინგი “მომავლის ბანაკი”-ს ტერიტორიაზე.

დამატებითი ინფორმაცია:
სერტიფიცირებული ლიდერები არ გადიან შერჩევის არც ერთ ეტაპს;
გადაწყვეტილება მიიღება შეფასების საფუძველზე შესაბამისი შესარჩევი კომისიის მიერ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, პირადობის მოწმობის ასლი, რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილი, ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან ან დიპლომის ასლი გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: banakileader@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:

230 02 03 (შიდა 120),

577 23 99 88 – ანი გურგენიძე,

599 18 69 87 – ანა ქერქაძე.

სააპლიკაციო ფორმის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 31 მარტი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები