სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი” აცხადებს შერჩევას “მომავლის ბანაკის” ლიდერის პოზიციაზე.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი” ახორციელებს პროგრამა “მომავლის ბანაკს”, რომლის ფარგლებშიც 5 (ხუთი) დღის და/ან 8 (რვა) დღის მანძილზე, 14-18 წლის და/ან 18-24 წლის ასაკის ახალგაზრდებს “მომავლის ბანაკის” ტერიტორიაზე არსებულ ბანაკში საშუალება მიეცემათ, სხვადასხვა სახის გასართობ-შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობის გზით მიიღონ არაფორმალური განათლება.
დღის განმავლობაში ბენეფიციარებს ჩაუტარდებათ ტრენინგები, დღის მეორე ნახევარი კი დატვირთული იქნება სპორტულ-გასართობი აქტივობებით.
☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ლიდერები შეირჩევიან “მომავლის ბანაკისთვის” (ზაფხულის პერიოდში).
ბანაკის ფუნქციონირების პერიოდი: ივნისი – სექტემბერი.
ნაკადის ხანგრძლივობა: 5 (ხუთი) დღე და/ან 8 (რვა) დღე.
მოვალეობები:
- ბანაკის პროგრამის და შინაგანაწესის ცოდნა;
- ლიდერთა მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
- ბანაკის პროგრამისა და დაგეგმილი აქტივობების განხორციელება;
- ჯგუფისთვის საჭირო ინვენტარის ჩაბარება, ზედამხედველობა, მონიტორინგი და ნაკადის ბოლოს ბანაკის საწყობის უფროსისათვის მისი დაბრუნება;
- ბანაკის ტერიტორიის შესწავლა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით პრევენციული ზომების მიღება, საევაკუაციო გეგმის ცოდნა;
- ბანაკის ხელძღვანელობასთან მუდმივი და მჭიდრო კომუნიკაცია ინფორმაციის დროული და ეფექტიანი გაცვლის მიზნით;
- ბანაკის ხელმძღვანელობის ინფორმირება ნებისმიერი წინააღმდეგობისა და ჯგუფში არსებული რაიმე სახის პრობლემის შესახებ;
- ლიდერთა ყოველდღიურ შეხვედრებზე დასწრება;
- ჯგუფის წევრების ჩართულობის უზრუნველყოფა პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებში;
- ბანაკის მონაწილეთა ჩართულობის ყოველდღიური და საბოლოო შეფასება;
- სამუშაოს დროული და ხარისხიანი შესრულება;
- საკუთარი ჯგუფში ბანაკის რეჟიმის, წესების, ქცევის ნორმებისა და შინაგანაწესის დაცვა;
- ბანაკის მონაწილის ან მონაწილეთა ჯგუფის მიერ შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში ბანაკის ხელმძღვანელობის ინფორმირება;
- ბანაკის მონაწილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ბანაკის ხელმძღვანელობის და ექიმის ინფორმირება;
- უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- 20-30 წლის აქტიური ახალგაზრდა, რომელსაც აქვს მოტივაცია, სურვილი და შესაძლებლობა, გახდეს ახალგაზრდული ბანაკის ლიდერი;
- სასურველია 14-18 წლის და/ან 18-24 წლის ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება;
- უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ან უმაღლესდამთავრებული;
- სასურველია ახალგაზრდული პროექტების ორგანიზების გამოცდილება;
- სასურველია ბანაკში მონაწილეობის გამოცდილება;
- ზოგადი ცოდნა ბანაკის თემატიკის ირგვლივ;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
- კრეატიულობა;
- კომუნიკაბელურობა.
ლიდერების ანაზღაურება:
– ბანაკის ცალკეულ ნაკადზე (5 დღე): 200 ლარი (დარიცხული); (8 დღე): 300 ლარი (დარიცხული);
– ლიდერების სამუშაო და საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრება “მომავლის ბანაკი”-ს ტერიტორია;
– ლიდერები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებით.
საჭირო დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- რეზიუმე (CV) ფოტოსურათით;
- სამოტივაციო წერილი;
- ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან ან დიპლომის ასლი;
- ნასამართლეობის ცნობა;
- ნარკოლოგიურის ცნობა.
შერჩევის ეტაპები:
ჯგუფის ლიდერების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის წესით და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
– კონკურსანტების მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაციის განხილვა და გადარჩევა;
– გადარჩეული კანდიდატების ჯგუფური გასაუბრება;
– თეორიული ტრენინგი თბილისში;
– პრაქტიკული პროგრამა-ტრენინგი “მომავლის ბანაკი”-ს ტერიტორიაზე.
დამატებითი ინფორმაცია:
სერტიფიცირებული ლიდერები არ გადიან შერჩევის არც ერთ ეტაპს;
გადაწყვეტილება მიიღება შეფასების საფუძველზე შესაბამისი შესარჩევი კომისიის მიერ.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, პირადობის მოწმობის ასლი, რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილი, ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან ან დიპლომის ასლი გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: [email protected]
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
230 02 03 (შიდა 120),
577 23 99 88 – ანი გურგენიძე,
599 18 69 87 – ანა ქერქაძე.
სააპლიკაციო ფორმის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 31 მარტი.