ყატარის უნივერსიტეტის სტიპენდიები საქართველოს სტუდენტებისთვის

გაცვლითი პროგრამები

 

ყატარის უნივერსიტეტმა 2017-2018 სასწავლო წლებისთვის არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე – Arabic for Non-Native Speakers საქართველოს სტუდენტებისთვის გამოყო 2 სტიპენდია. ისევე, როგორც წინა წლებში სტუდენტები წელსაც უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლითა და სამგზავრო ბილეთით.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

პროგრამაზე სწავლის მსურველებმა განაცხადი უნდა შეავსონ მხოლოდ ელექტრონული ბმულის მეშვეობით. განაცხადების შევსება შესაძლებელია 2017 წლის 15 იანვრიდან 16 მარტამდე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შესაძლებელია ისარგებლოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტით: internationalstudents@qu.edu.qa.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები