პეკინის ტექნოლოგიების ინსტიტუტი გამოყოფს 3 სტიპენდიას სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე 2017-2018 სასწავლო წლისთვის.
სტიპენდიები გამოყოფილია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემდეგ მიმართულებებზე: ქიმია, ქიმიური ინჟინერია და ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერებები და ტექნოლოგიები, ელქტრონული მეცნიერებები და ტექნოლოგიები და სხვა. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებიც სწავლების ენად აირჩევენ ინგლისურს.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
სადოქტორო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.
პეკინის ტექნოლოგიების ინსტიტუტის მიერ გამოყოფილ სტიპენდიებზე განაცხადების მიღება იწარმოებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 1 მარტამდე.
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- სააპლიკაციო ფორმა
- სამოტივაციო წერილი
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დიპლომის ასლი და დიპლომის დანართი
- CVრეკომენდაცია