უნგრეთის მთავრობა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) აწესებენ ერთობლივ სტიპენდიებს 2017-2018 აკადემიური წლისათვის.
აღნიშნული სტიპენდიები განკუთვნილია უნგრეთში სოფლის მეურნეობის დარგთან დაკავშირებულ აკადემიურ ინგლისურენოვან პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის სამაგისტრო (MSc) ხარისხის მოსაპოვებლად.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
დაინტერესებულმა პირებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმა სრულ დოსიესთან ერთად უნდა გადაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected];
განცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 28 თებერვალი.
დეტალური ინფორმაცია სტიპენდიების პროგრამისა და განცხადების შეტანის პროცედურების შესახებ შესაძლებელია იხილოთ დანართში. ასევე იხილეთ სააპლიკაციო ფორმა.