ანაზღაურებადი ვაკანსია სტუდენტებისთვის

დასაქმება

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტლაინი“ აცხადებს გაყიდვების აგენტის ვაკანსიას თბილისში, გორში, მარნეულსა და ქუთაისში.

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი ( შესაძლებელია მოქნილი გრაფიკის შედგენაც)
ანაზღაურება: ყოველთვიური ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი;

 ☼  გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼  

ფუნქციები:

  • პოტენციური კლიენტების მოძიება;
  • პროდუქტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
  • მოლაპარაკების პროცესის წარმართვა;
  • ყოველთვიური გეგმების შესრულება;
  • ხელძღვანელი პირების სხვა დავალებების შესრულება.

ვეძებთ მათ, ვინც არის:

  • უკვე 20 წლის;
  • მიზანდასახული და ენერგიული;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარით;
  • ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
    და ვისაც აქვს:
  • სრული, ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა);
  • კრედიტლაინში პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სურვილი;

გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

თუ თვლით, რომ თქვენი შესაძლებლობები აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მაშინ გააგზავნეთ რეზიუმე (cv) PDF ფორმატით ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@creditline.ge 2 თებერვლამდე.

სათაურში უნდა მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება – გაყიდვების აგენტი (შესაბამისი ქალაქის მითითებით).

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები