არდადეგები ახლოვდება და ეს ყველაზე კარგი დროა წიგნების წასაკითხად. გარეთ სუსხი, სახლში სითბო და სიმშვიდე, სურვილისამებრ ყავა ან ჩაი – იდიალური გარემოა წიგნებისთვის. BBC-მ შემოგვთავაზა იმ არაჩვეულებრივი წიგნების ჩამონათვალი, რომლებსაც 2017 წელს უნდა გავეცნოთ. მისტიკური, ჯადოსნური, თან სიყვარულითა და სიახლეებით სავსე წიგნები თავს შეგაყვარებენ. მაშ ასე, 10 არაჩვეულებრივი წიგნი, რომლებიც 2017 წელს უნდა წაიკითხოთ:
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
Viet Thanh Nguyen, The Refugees – პულიცერის პრემიის ჯილდოს მფლობელი მწერალი აგროვებს საკუთარი მოთხრობების იმ კოლექციას, რომლებსაც თავდაპირველად წერდა, ემიგრანტობის პერიოდში. ვიეტნამში არსებული დაძაბულობის გამო მან ოჯახთან ერთად დატოვა საცხოვრებელი ადგილი და ძმას შეაფარა თავი. მას თავს გადახდენილი თავგადასავლები აგრძნობინებს, რომ შინაგანად მოხეტიალე პიროვნებაა, რომელიც უნდა გაექცეს წარსულს და შეხვდეს მომავალს.
Richard Ford, Between Them – პულიცერის პრემიის მფლობელი რომანისტი ფორდი გვთავაზობს მოგონებებს მისი მშობლების შესახებ. ეს არის დახვეწილად დაწერილი და გააზრებული მოგონება. იგი იხსენებს ბავშვობის წლებს, მოგზაურობის დეტალებს, მშობლების და ახლობლების ურთიერთობებს, ტინეიჯერობისა და მოზარდობის დროს. ეს წიგნი ნამდვილად სასიამოვნო და ტკბილი წასაკითხია, მოგონებები ხომ ყოველთვის სენტიმენტალურია.
Elizabeth Strout, Anything Is Possible – სიუჟეტი მთავარი გმირის,ლაქის, გარშემო ვითადება, ილინოისში. ლაქი მწერალია და მისი გამოგონებული პერსონაჟებით ცხოვრობს. დამლაგებელი ტონი გრძნობს ლაქის დაუცველობას და ხიბლავს მისი წარმატებული კარიერა. ლაქის ცხოვრება თანდათან ჩიხში შედის და იგი გაქცევას ცდილობს.
Cara Hoffman, Running – ავტორი გვიყება 3 ამბოხბული ადამიანის ცხოვრებაზე. მათი საქმიანობა მშვიდ ვითარებაში მიდის, თუმცა მათი შინაგანი ამოძახილი და ყოველდღიური წვრილმანი სირთულეები საერთო სურათს ცვლის.
Mohsin Hamid, Exit West – წიგნში საუბარია მიმდინარე გლობალურ პრობლემებზე – როგორ მიმდინარეობს დროის გლობალიზაცია და როგორ იწყება სამოქალაქლო ომი უცნობ ქალაქსა და უცნობ ქვეყანაში. შეხვედრა, განშორება, დაკარგვა, დატოვება, სიკვდილი და ძალადობა – სრულ ქაოსს ქმნის.
Sheila Kohler, Once We Were Sisters – ნოველისტმა კოჰლერმა აფრიკაში დაბადებული დების ცხოვრების ისტორია მკაცრად შეაფასა და მამის გარდაცვალების შემდეგ მათი ყოველდღიურობა ტრაგიკულად აღწერა. ნაწარმოების ინსპირაციის წყარო სხვადასხვა რეალური, ცხოვრებისეული, დეტალია, რამაც, საერთო ჯამში, შექმნა საინტერესო და დრამატული ლიტერატურული შედევრი.
Min Jin Lee, Pachinko – ეს რომანი ოთხი თაობის კორეულ ოჯახზეა. სიუჟეტი ვითარდება 1910 წელს, როდესაც კორეა ანექსირებულია იაპონიის მიერ. დიდი ხნის მეთევზეს და მისი მეუღლეს პატარა საწარმო აქვთ. მათი ერთადერთი გადარჩენილი შვილი, რომელსაც ფიზიკური ნაკლი აქვს მრავალი წინაღობის მიუხედავად გათხოვდა. მათ ყოველდღიურად უამრავ სირთულესთან უწევთ გამკლავება და ცდილობენ ტკივილს თავი არ დააჩაგვრინონ, თუმცა ეს თითქმის შეუძლებელია.
Roxane Gay, Difficult Women – სათაურიდან გამომდინარეც მიხვდებით, რომ საუბარია ძლიერ და ამავდროულად რთულ ქალებზე, რომლებიც საკუთარი საქმით, აზრონებითა და პასუხისმგებლობით ცხოვრებისეულ სირთულეებს უმკლავდებიან. ძალადობის მსხვერპლი ქალები, ბავშვები, სტუდენტები, მათი ფსიქიკური ფონი და შესაძლებლობები – წიგნის დაუვიწყარი მხარეებია.
Juan Rulfo, The Golden Cockerel and Other Writings – მწერალი აღწერს იმ სუტუაციას, რომელიც პოსტრევოლუციურ ცენტრალურ მექსიკაში ვითარდება. რომანი ასახავს სოფლის ცხოვრებას, როგორც გაჭირვებისა და დღესასწაულის ერთობლიობას.
Brad Gooch, Rumi’s Secret – წიგნი ეხება ჯალალ ად-დინ მუჰამმად რუმს, რომელიც პოეტი, იურისტი, მუსლიმი სწავლული, თეოლოგი და მისტიკოსი იყო. რუმის გავლენა ეთნიკურ და ეროვნულ ბარიერებს სცილდებოდა – მას ირანელები, თურქები, ტაჯიკები, ბერძნები, პუშტუნები, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ აზიის მუსლიმები მის სულიერ მემკვიდრეობას უკვე ბოლო 7 საუკუნეა აღიარებენ. მისი ლექსები მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა. ჯალალედინ რუმი აღიარებულია, როგორც „ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი პოეტი“ აშშ-ში. რა იყო მისი წარმატების საიდუმლო და როგორი იყო იგი, გაეცანით ამ წიგნს და შეიტყობთ.