,,აუდიტორია 115” ახალი წლის დღეებს პიკეტირებულ კორპუსში გაატარებს

აქტუალური

 

სტუდენტურმა მოძრაობამ ,,აუდიტორია 115”-მა მიიღო გადაწყვეტილება არ შეწყვიტოს მეექვსე კორპუსის პიკეტირება პირველადი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე. მათივე განცხადებით, სადღესასწაულო დღეებშიც და შემდეგაც, კანონში ცვლილებების განხორციელებამდე მეექვსე კორპუსის ოკუპირება არ შეწყდება.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

,,საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტმაც დროის გაჭიანურების სტრატეგია აირჩია და კორპუსის პიკეტირების გაგრძელების გარდა სხვა გზა არ დაგვიტოვა. მიმდინარე წლის ნოემბერში ,,აუდიტორია 115”-მა უამრავი იმედგაცრუების მიუხედავად კიდევ ერთხელ გადადგა ნაბიჯი სახელმწიფო სტრუქტურებთან ცივილური მოლაპარაკებების განახლების სასარგებლოდ. კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრების შემდეგ, ჩვენ მზად ვიყავით დაგვეტოვებინა თსუ-ის მეექვსე კორპუსი. DSC_0142სანაცვლოდ, საპარლამენტო რეგლამენტით დადგენილი წესის მიხედვით ,,კანონში უმაღლესი განათლების შესახებ” ცვლილებების ინიცირება უნდა მომხდარიყო. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე განათლების კომიტეტმა უარი თქვა არათუ კანონში ცვლილებების განხორციელებაზე, არამედ ცვლილებების ინიცირებაზეც კი. ჩვენ უკვე მეცხრე თვეა ბრძოლაში ვართ ჩართულები, მეცხრე თვეა ვითხოვთ 45-ე მუხლის გაუქმებას, ჩვენს ცხრათვიან ბროლას ხელისუფლება ადეკვატურად ჯერ არ გამოხმაურებია”, – აცხადებენ სტუდენტები.

მათივე თქმით, 31 დეკემბერსა და 1 იანვარს, მომდევნო დღეებშიც ,,აუდიტორია 115”-ის წევრები და მორიგე ჯგუფები აგრძელებენ მეექვსე კორპუსში საქმიანობას, სადაც უკვე 37 დღეა იმყოფებიან.

მომამზადა: ქეთი გიგოლაშვილმა

იმავე თემაზე შეგიძლიათ იხილოთ:

,,აუდიტორია 115”-მა პარლამენტის მიერ შემოთავაზებულ კითხვარზე მუშაობა დაასრულა და დოკუმენტი კომიტეტს გაუგზავნა

„აუდიტორია 115“ პარლამენტში კანონპროექტს წარადგენს ➤ დეტალები დოკუმენტიდან

,,აუდიტორია 115”-ის წევრები მე-6 კორპუსის დატოვებას არ აპირებენ

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები