HAN Excellence და ჰოლანდიის მთავრობა ერთობლივად თავაზობენ საერთაშორისო აბიტურიენტებსა და სტუდენტებს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის სტიპენდიებს საბაკალავრო პროგრამებზე.
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთები, მაგ:
- TOEFL iBT – ქულა უნდა იყოს 79 ან უფრო მაღალი;
- IELTS – 6.0 ან უფრო მაღალი;
- კემბრიჯის სერტიფიკატი Advanced English (CAE);
- ან ინგლისური ენის კემბრიჯის სერტიფიკატი CPE.
სტიპენდია შეადგენს ყოველწლიურ ჯილდოს 2,500 ევროს ოდენობით მაქსიმუმ 4 წლის ვადით, თუმცა იმ პირობით, რომ თქვენ იქნებით აქტიური და წარმატებული სტუდენტი და მინიმუმ 75% საკრედიტო ქულას დააგროვებთ სწავლის პროცესში.
კოლეჯის მისაღები მოთხოვნა:
- საშუალო განათლების დამადასტუერები სერტიფიკატი (ატესტატი);
- მე-4 დონის დიპლომი ჰოლანდიური MBO კოლეჯის;
- საერთაშორისო ბაკალავრიატის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
2017 წლის 1-ლ აპრილს ქვემოთ მითითებულ ბმულზე დაიდება სააპლიკაციო ფორმა, რომელიც უნდა შეავსოთ 1-ლ მაისამდე.
გარდა სააპლიკაციო ფორმის შევსებისა თქვენ უნდა გააგზავნოთ:
- სამოტივაციო წერილი, რომელშიც უნდა ახსნათ – რატომ იქნება წარმატებული თქვენთვის რომ გახდეთ HAN-ის სტუდენტი;
- მაქსიმუმ 3 წუთიანი ვიდეო, რომელშიც თქვენ უპასუხებთ შემდეგ კითხვებს:
ა) აღწერეთ საკუთარ თავი და ის ადგილი, სადაც ცხოვრობთ;
ბ) რას იტყოდნენ თქვენზე თქვენი მასწავლებლები დ ამეგობრები?
გ) გვითხარით რომელი სასწავლო პროგრამა აარჩიეთ HAN-ში და რატომ?
დ) თუ მოგიწევდათ გუნდური მუშაობა, გამომდინარე თქვენი პიროვნებიბდან დ აგამოცდილებიდან რა როლი გექნებოდათ და რატომ?
ე) როგორია თქვენი კარიერული ამბიციები, რას გააკეთებდით და სად იქნებოდით ათი წლის შემდეგ? - თქვენი ავტობიოგრაფია (CV).
დამატებით ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.