„აუდიტორია 115“ პარლამენტში კანონპროექტს წარადგენს ➤ დეტალები დოკუმენტიდან

აქტუალური

 

„აუდიტორია 115“ -ის წევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში რჩებიან. როგორც იქ შესული სტუდნეტები აცხადებენ, ამ დროისთვის განვლილ დღეებს აჯამებენ და სამომავლო გეგმებისთვის ემზადებიან. კონკრეტულად რას საქმიანობენ ისინი მეექვსე კორპუსში, როგორ ემზადებიან პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წარსადგენად, რა ინიციატივები აქვთ და რას აპირებენ, თუ საკანომდებლო ორგანო მათ მიერ შეთავაზებულ ცვლილებაზე მუშაობას არ დაიწყებს? ამის შესახებ  EDU.ARIS.GE-ს პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი გიორგი არობელიძე ესაუბრება, რომელიც „აუდიტორია 115“-ის ერთ-ერთი ორგანიზატორია. (ჩვენ მასთან ინტერვიუ 29 ნომებრის ღამეს ჩავწერეთ).

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

– გიორგი, რა სიტუაციაა ახლა მეექვსე კორპუსში?
ახლა მეექვსე კორპუსში 60-70 ადამიანი ვართ. აუდიტორია 115-ის წევრების ნაწილი წასულია შეხვერდებზე. ნაწილი ლექტორებს ხვდება, საინიციატივო ჯგუფი – სტუდენტებს. ერთი ნაწილი მუშაობს ვიდეოზე, რომელიც ცოტა ხანში დაიდება ჩვენს გვერდზე. ეს ვიდეო სტუდენტებს მისცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო ნათლად დაინახონ, თუ რა პირობები და უპირატესობები ექნება სტუდენტს დღევანდელ რეალობასთან შედარებით, მას შემდეგ რაც შეიცვლება უმაღლესი განათლების შესახებ კანონში 45-ე მუხლი. მას შემდეგ, რაც სტუდენტური თვითმმართველობა გაუქმდება და მას ჩაანაცვლებს, ერთი მხრივ,  საფაკულტეტო საბჭოებში პირდაპირი წესით არჩევა და, მეორე მხრივ, ე.წ. კლუბური სისტემა. სტუდენტებს რა უპირატესობები, რისი შესაძებლობები ექნებათ, ადმინისტრაციასთან როგორი იქნება მათი ურთიერთობა და ა.შ. ეს უნდა გამოჩნდეს ანიმაციურ ვიდეოში, რომლზეც მუშაობს აქ მყოფთა ერთი ჯგუფი.

მეორე ჯგუფი მუშაობს იმ კანონპროექტის დახვეწაზე, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად. ალბათ, იცით, ამ  კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა არასამთავრობო სექტორი, განათლების ექსპერტები და ა.შ. კიდევ ერთხელ დეტალურად  გავდივართ ყველაფერს. აქ ბევრი პირველკურსელია, რომლებმაც სექტემბერში ჩააბარეს და დეტალურად არ იციან ამ კანონმდებლობის სხვადახვა პუნქტები და ვაცნობთ კანონპროექტს.15134607_1317041811659704_1780920367937559321_n

ასევე ქვევით პირველ სართულზე, არის ჯგუფი, რომლეიც იწყებს მეექვსე კორპუსის დალაგებას. დღის განმავლობაში, რაც ნაგავი დაგროვდა, გააქვთ.

– როგორც ცნობილია, სხვადასხვა აქტივობას ახორციელებთ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე. რას მოიცავს ეს აქტივობები?
ვაპირებთ არამარტო საჯარო ლექციების ჩატარებას, არამედ სხვადასხვა აქტივობის მოწყობას. მესამე სართულზე 303-ე აუდიტორია იტევს ბევრ სტუდენტს. იქ შევაჯამებთ დღევანდელ დღეს და დავგეგმავთ ხვალინდელს. ლექტორებისგან ველოდებით პასუხს, ვინ მოვა და წაიკითხვას საჯარო ლექციას.

– რა თემებს ათანხმებთ, რაზე იქნება საჯარო ლექციები?
თემები, რა თქმა უნდა,  დაკავშირებული იქნება განათლების რეფორმასთან. ზოგადად აქტივიზმთან, სტუდენტური პროტესტების საერთაშორისო გამოცდილებაზე გვინდა ლექცია. ჩვენ ვიცით, რა როლი ითამაშეს სტუდენტებმა, განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში. სტუდენტებს რა როლი აქვს სოციალური ტრანსფორმაციების დროს და რამდენადაა მათზე დამოკიდებული რეფორმები.

– კონკრეტულად რომელ ლექტორებთან აწარმოებთ მოლპარაკებას?
ამას ახლა ვერ გეტყვით. როდესაც ყველა დეტალი შეთანხმდება, ბუნებრივია, „ფეისბუქზეც” დავწერთ.

– ამბობთ, რომ ფილმებს უყურებთ, კლიპებს აკეთებთ, უნივერსიტეტის აპარატურას იყენებთ, თუ თქვენ შეგაქვთ ტექნიკა?
მეექვსე კორპუსის ერთ-ერთი აუდიტორია უზრუნველყოფილია კომპიუტერებით. 10-15 კომპიუტერია. ამას გარდა, ბუნებრივია, ჩვენ თვითონაც შეგვაქვს ლეპტოპები და ეს პრობლემა არაა.

– იქნებ გვითხრათ ის კონკრეტული წინადადებები, რომლითაც 5 დეკემბერს განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წარდგებით?
კომიტეტის სხდომაზე მივალთ კიდევ უფრო მომზადებულები. ჩვენი კანონპროექტი უფრო დახვეწილი იქნება. თუმცა მე მგონია, ამას აქამდეც არ ჰქონია რაიმე სერიოზული ხარვეზი. შევეცდებით უკვე ღია სივრცეში არგუმენტირებულად დავამტკიცოთ, თუ რატომ  უნდა მოხდეს ამ კანონის მიღება და რატომ უნდა გაუქმდეს სტუდენტური თვითმმართველობის არსებული ფორმა.12821565_1115693225127898_4260150866245028644_n

– განათლების კანონის 45-ე მუხლს ეხება საქმე მხოლოდ?
45-ე მუხლი განათლების კანონში განსაზღვრავს სტუდენტური თვითმმართველობის არსებობას და მის უფლებამოსილებას. კანონი უშვებს იმ ფორმით თვითმმართველობის არსებობას, როგორიც დღესაა. ჩვენ ვითხოვთ, ეს მუხლი საერთოდ ამოიღონ. ის ჩანაცვლდეს, ერთი მხრივ, მუხლით, რომელიც გულისხმობს პირდაპირი წესით სტუდენტების არჩევას საფაკულტეტო საბჭოებში. მეორე მხრივ, გაკეთდეს ჩანაწერი კანონში, რომელიც განსაზღვრავს, რომ სტუდენტებს, სტუდენტურ გაერთიანებებს ჰქონდეს უნივერსიტეტის მატერიალური თუ სხვა სახის რესრურსებზე თანაბარი წვდომა.

– კიდევ რა საკითხებს წარადგენთ კომიტეტის სხდომაზე?
ერთ-ერთი მთავარი საკვანძო საკითხია და გვინდა კონსტიტუციაში განისაზღვროს განათლების დაფინანსების ქვედა ზღვარი, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით. ჩვენ გვესმის, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილება გარკვეულ დროსთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მოსამზადებელია ეს ცვლილება. ამისთვის საჭიროა საჯარო განხილვები, სტუდნეტთა მოსმენა.
სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმასთან შედარებით ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე არ არის საერთო აზრი ფორმირებული. სტუდენტური თვითმმართველობა რომ უნდა გაუქმდეს, ამაზე თანხმდება ყველა, გარდა იმ სტუდენტებისა, რომლებიც ამ თვითმმართველობაში შედიან. თანხმდება თითქმის ყველა ლექტორი. მე არ შემხვედრია პრინციპულად განსხვავებული აზრი ამასთან დაკავშირებით. ამაზე კითხვის ნიშანი არ ისმება და საუნივერსიტეტო საზოგადოების მიერ გადაწყვეტილია, რომ არ უნდა არსებობდეს სტუდენტური თვითმმართველობის ასეთი ფორმა.

– თუ თქვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას არ დაიწყებს პარლამენტი, იმ შემთხვევაში რას გეგმავთ?
რადგან მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ თვითმმართველობის არსებული ფორმა უნდა გაუქმდეს, მე ვიტოვებ იმის იმედს, რომ საკანონმდებლო ხელისფლება განახორციელებს საზოგადოების დაკვეთას, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი გაგრძელდება და მიიღებს კიდევ უფრო რადიკალურ სახეს.

მოამზადა: ცისანა შერგილაშვილმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები