,,სტუდენტთა ამგვარი საქციელი უკეთეს შედეგს ვერ მოიტანს”- ალექსანდრე ჯეჯელავა

აქტუალური

ალექსანდრე ჯეჯელავამ თსუ-ში მიმდინარე პროცესებზე ჟურნალისტებთან განცახდება გააკეთა და აღნიშნა, რომ სტუდენტთა ამგვარი საქციელი ღია კარის მტვრევაა.

,,უმეტესობა იმ ხალხის, ვინც არის ჩართული ამ მოძრაობაში, ,,აუდიტორია  115”-ში, კონსტრუქციულად თანამშრომლობს, ბევრ ფორმატში, თსუ-ის ახალ მენეჯმენტთან, პროფესორებთან, ჩვენთან და სხვადასხვა არსამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად. ნაწილს უნდადა, როგორც ჩანს, და მათი მიზანია რაღაცა ძალოვანი მეთოდებით გამოხატონ თავის თავი”,- აღნიშნა განათლების მინიისტრმა.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

ალექსანდრე ჯეჯელავამ სტუდენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და თქვა, რომ არაფერს არ მოიტანს მსგავსი საქციელი.

,,ჩვენ ყველა მზად ვართ მათთან შესახვედრად. მათ იციან, რომ სტრატეგია მზადდება თსუ-ში, ისიც იციან, რომ თავადაც არიან ჩართული ამ პროცესში და ამიტომ სხვა სტუდენტებისთვის, სასწავლო პროცესისთვის და თვითმმართველოიბის არჩევნებისთვის ხელის შეშლა უკეთესს ვერაფერს მოიტანს”,- აღნიშნა მან.

თვითმმართველობის არჩევნები ამდრომდე დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს. მე-6 კორპუსის პიკეტირება კი კვლავ გრძელდება. ,,აუდიტორია115”-ის წევრები თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებას და განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანას მოითხოვენ. 13:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე ისინი თავიანთ მოთხოვნებზე უფრო ვრცლად ისაუბრებენ. დაანონსებულია თსუ-ის პირველი კორპუსის პიკეტირებაც.

თსუ–ში თვითმმართველობის არჩევნები დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები