სტაჟირება სტუდენტებისთვის

დასაქმება

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას „დაიწყე კარიერა“, რომლის ფარგლებში თბილისში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მესამე და მეოთხე კურსის (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის – მესამე, მეოთხე მეხუთე კურსის) სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ 3 თვიანი, არაანაზღაურებადი პროფესიული პრაქტიკა. დარეგისტრირებული სტუდენტები განათლების პროფილისა და ორგანიზაციის პროფესიული მიმართულების გათვალისწინებით გადანაწილდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში (შპს, ააიპ).

 ☼  გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე

სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს, გამონაკლისს წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სადაც მე-5 კურსის სტუდენტებსაც ეძლევათ მონაწილეობის მიღების უფლება.

სტუდენტები პროფესიულ სტაჟირებას გაივლიან შემდეგი მიმართულებებით:

  • ხელოვნება
  • სპორტი
  • განათლება
  • ვეტერინარია
  • სამართალი
  • ტრანსპორტი
  • ჯანდაცვა და მედიცინა
  • არქიტექტურა და მშენებლობა
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
  • კომპიუტერული მეცნიერებები
  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • საინჟინრო მეცნიერებები და ტექნოლოგიები

სტუდენტების გადარჩევა მოხდება GPA-ს საფუძველზე, ერთნაირი ქულების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველი (ოჯახის ქულა 70 000-ზე ნაკლები) ოჯახის წევრ სტუდენტებს.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის უნდა შეავსოთ აპლიკაცია 2016 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით (24:00 საათამდე) თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები