საგრანტო კონკურსი 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის

კონკურსები

 

ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად იმართება 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობით საზოგადოების ინფორმირება ქალთა უფლებების და გენდერული ძალადობის შესახებ, ასევე ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და მათი ინიციატივების მხარდაჭერა.

 ☼  გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼  

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს;
  • ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეები უნდა განხორციელდეს 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით თბილისში;
  • პროექტი უნდა უზრუნველყოფს არანაკლებ 5 ახალგაზრდის ჩართულობას;
  • პროექტის ფარგლებში შესაძლოა შესრულდეს სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობა: ფლეშმობი, ანიმაციური და დოკუმენტური ფილმი, ინსტალაცია, აქცია, სპორტული ღონისძიება, ფოტო გამოფენა, ციფრული მედიის პროდუქტი და სხვა.
  • საგრანტო კონკურსით არ დაფინანსდება ეკონომიკური საქმიანობა და პოლიტიკური აქტივობა.
  • საგრანტო კონკურსით არ დაფინანსდება უკვე განხორციელებული პროექტის იდეა.
  • გრანტი გაიცემა ფიზიკური პირებისა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფებისთვის.
  • საგრანტო თანხა შეადგენს 200 -დან 2000-მდე ლარს.
  • პროექტების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს.

განსახილველი საპროექტო წინადადება მიიღება ელექტრონულად 2016 წლის 16 ნოემბრამდე (18:00 სთ) შემდეგ მისამართზე: [email protected] .

დაწვრილებითი ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა შეგიძიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები