ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს კონკურსს 2017-18 გლობალურ სტუდენტურ გაცვლით (Global UGRAD) პროგრამაზე. ეს საერთაშორისო საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამა შესაძლებლობას მისცემს მომავალ ლიდერებს, გაეცნონ აშშ-ის განათლების სისტემას, გააძლიერონ თავიანთი ცოდნა, შეისწავლონ ამერიკის კულტურა და ღირებულებები. იგი ასევე ეხმარება სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს საკუთარი კულტურები და ტრადიციები წარმოაჩინონ აშშ-ის სასწავლებლებში.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდია დაფარავს საერთაშორისო მგზავრობის, სწავლის, ოთახისა, გამგეობის, სამედიცინო დაზღვევის, წიგნებისა და მცირე ყოველთვიურ ხარჯებს.
აპლიკანტების აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი უნდა იყოს მინიმუმ 2.0 GPA.
იმ სტუდენტებს, რომლებმაც ინგლისური ენა შესაფერის დონეზე არ იციან, ერთი სემესტრით ჩაუტარდებათ პრე-აკადემიური ინგლისური ენის ტრენინგი.
Global UGRAD პროგრამა ღიაა, მათთვის, ვინც არის:
- 18 წლის და მეტის;
- საქართველოს მოქალაქე;
- საქართველოს უნივერსიტეტის ბაკალვრის პირველ საფეხურზე და სწავლის გაგრძელება სურს Global UGRAD პროგრამით;
პროგრამაში მონაწილოებას ვერ მიიღებს ბაკალვრის ბოლო საფეხურზე მყოფი სტუდენტი.
აპლიკანტებმა უნდა ჩააბარონ ოფიციალური TOEFL-ის გამოცდა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით ჩატარდება თბილისში.
TOEFL PBT ქულა უნდა იყოს 500 ან უფრო მაღალი (61 TOEFL IBT), თუმცა წინასწარი ინგლისური ენის კურსების მონაწილე სტუდენტების ქულები გათვალისწინებული იქნება.
ონლაინ განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 31 დეკემბერი, 17:00 საათი.
დამატებითი ინფორმაცია ვადებისა და სააპლიკაციო ფორმის შესახებ იხილეთ ბმულზე.