სტაჟირება სტუდენტებისთვის

დასაქმება

სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს სტაჟირებას საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტში.

ხელფასი: ანაზღაურების გარეშე
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
გამოსაცდელი ვადა: გამოსაცდელი ვადის გარეშე

განცხადებების დასაშვებობის მიმართულების სტაჟიორის სამუშაოს აღწერა:

  • დეპარტამენტის უფროსის/ მოადგილის / განცხადებების დასაშვებობაზე პასუხისმგებელი პირის ზედამხედველობით უზრუნველყოფს დაინტერესებულ პირთა განცხადებების/საჩივრების დასაშვებობის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადებას;
  • ასრულებს საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის, უფროსის მოადგილის და განცხადებების დასაშვებობაზე პასუხისმგებელი პირის მითითებებსა და დავალებებს.

მოთხოვნები:

  • საგანმანათლებლო ხარისხი – ბაკალავრი
  • სამუშაო გამოცდილება – გამოცდილების გარეშე
  • პროფესია – იურისტი
  • ასაკი – 21-დან

სამართლებრივი აქტების ცოდნა

  • საქართველოს კონსტიტუცია
  • ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
  • ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია
  • სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი
  • ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი
  • “სახალხო დამცველის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი
  • “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
  • საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
  • საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
  • საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
  • საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცოდნა

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის კანცელარიის სტაჟიორი უზრუნველყოფს:

  • საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადებების/საჩივრების და საქმესთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის რეგისტრაციას, დასკანერებას და შეტანას საქმეთა მართვის პროგრამაში;
  • კორესპონდენციის გაგზავნას, გასული კორესპონდენციის რეგისტრაციას, საფოსტო პროგრამაში ინფორმაციის ასახვას;
  • სახალხო დამცველის აპარატში შემოსული და გასული კორესპონდენციის დაარქივებას;
  • ასრულებს დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის მითითებებსა და დავალებებს, რომლებიც უკავშირდება მის ფუნქციებს.

მოთხოვნები:

  • საგანმანათლებლო ხარისხი – ბაკალავრი
  • სამუშაო გამოცდილება – გამოცდილების გარეშე
  • პროფესია – იურისტი
  • ასაკი – 21-დან

სამართლებრივი აქტების ცოდნა:

  • საქართველოს კონსტიტუცია,
  • “სახალხო დამცველის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი
  • “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
  • საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
  • საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:

პროგრამის დასახელება – ცოდნის დონე: MS office applications – კარგი

დამატებითი მოთხოვნები:

  • სამართლებრივი ანალიზის უნარი;
  • წერილობითი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები (შესაბამისი დოკუმენტების შექმნის და გამართული ფორმულირების შესაძლებლობა);
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის, პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია).

დამატებითი ინფორმაცია

სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა მხოლოდ ელექტრონული ფორმით, მისამართზე [email protected] უნდა წარმოადგინოს:

  • რეზიუმე (CV);
  • სამოტივაციო წერილი;
  • დიპლომის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ცნობა სასწავლებლიდან;

წერილის სათაურში უნდა მიეთითოს ვაკანსიის დასახელება – “სტაჟირება საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტში”.

გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს Word/PDF ფორმატში და მისი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 მეგაბაიტს.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 30 ოქტომბერი

საკონტაქტო მისამართი: თბილისი, ნ. რამიშვილის 6
საკონტაქტო ტელეფონები: 2 23 44 99; 2 91 38 14 (111)

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

  1. პირველ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით მოხდება კანდიდატთა შერჩევა გასაუბრებისათვის;
  2. მეორე ეტაპზე კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.

შერჩევის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა წარმოდგენილი სამოტივაციო წერილის შინაარსს და კანდიდატის პროფესიულ უნარ-ჩვევებს;

სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 თვით.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები