აშშ-ის საელჩოში სტუდენტებისთვის სტაჟირება გამოცხადდა

დასაქმება

ქართველი სტუდენტებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, ფინანსების მართვის ოფისში, 2 ვაკანტურ ადგილზე, სტაჟირება გამოცხადდა.

პროგრამა გულისხმობს ნახევარ განაკვეთიან სამუშაო გრაფიკს, რომელიც კვირაში შეადგენს 20-30 სამუშაო საათს.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა გაითვალისწინეთ შემდეგი მოთხოვნები:

  • მონაწილემ CV-ის თავში აუცილებლად უნდა მიუთითოს პოზიციის დასახელება (cv უნდა იყოს შევსებული ინგლისურ ენაზე);
  • უნდა იყოთ ბაკალავრიატის სტუდენტი;
  • თავისუფლად შეგეძლოთ მეტყველება/წერა/კითხვა ინგლისურ და ქართულ ენებზე;
  • უნდა შეგეძლოთ საოფისე საქმიანობის ორგანიზება, კორესპონდენციის წარმოება და ა.შ.;

იმისთვის, რომ მიიღოთ მონაწილეობა სტაჟირების პროგრამაში ამ ელექტრონულ ფოსტაზე HROTbilisi@State.gov. უნდა გააგზავნოთ ზემოთ აღნიშნული პუნქტების დამადასტურებელი საბუთები pdf ფორმატში, 2016 წლის 31 ოქტომბრამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები