ვაკანსია სტუდენტებისთვის

დასაქმება

კომპანია “რე-ნესანსი” აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ასევე განიხილება განათლების ნებისმიერი მიმართულების სტუდენტი.
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების გამოყენების შესაძლებლობა საბაზისო დონეზე.

უნარ-ჩვევები:

  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი.
  • სასიამოვნო ხმის ტემბრი.
  • კომუნიკაბელური, თავდაჯერებული.
  • პრეზენტაბელური, ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი.
  • მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური.
  • სტრესულ სიტუაციებში ლავირებისა და მდგომარეობის მართვის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციურ პაციენტებთან გამავალი ზარის განხორციელების საშუალებით ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქციისა და სერვისის შესახებ
  • პაციენტების ჩაწერა მათთვის სასურველ დროსა და სასურველ პროცედურაზე.
  • სატელეფონო საუბრის საშუალებით პაციენტებისათვის პირველადი ანკეტის შევსება.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი ცვლადი განრიგით 9:00-15:00 და 14:00-20:30, კვირაში 6 სამუშაო დღე.
  • ანაზღაურება: ფიქსირებული+ ბონუსი.
  • კომფორტული სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი.
  • წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა საერთაშორისო ქსელში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გააგზაბნოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: info@re-nesanse.com 3 ნოემბრამდე, სათაურის ველში კი (subject line) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ო.ჩხეიძის ქ. N10 (შანხაის ტერიტორია)
ტელ: (+995 322) 19 39 08, შიდა ნომერი: (104) HR დეპარტამენტი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები