ტილბურგის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) სოციალურ და ბიჰევიორულ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს სტიპენდიებს ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის 2017-18 სასწავლო წლისთვის.
სწავლა შესაძლებელია სამი მიმართულებით. ესენია ადამიანური რესურსები, სოციოლოგია და ორგანიზაციული მეცნიერებები.
სტიპენდია ფარავს საცხოვრებელ ხარჯებს და მისი მოცულობაა 10 000 ევრო წლიურად, სამი წლის განმავლობაში.
სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
აპლინტი სტიპენდიის მისაღებად აუცილებელია რომ 2017 წლის 1 მაისამდე ჩაირიცხოს ტილბურგის უნივერსიტეტში.
რაც შეეხება ენის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, უნივერსიტეტი იღებს შემდეგ საერთაშორისო სერტიფიკატებს:
IELTS – 6.0 ქულა (თითოეულ ნაწილში მინ. 5,5 ქულა)
TOEFL – iBT – 80, paper based – 550. უნივერსიტეტს კოდი 9860
Cambridge Proficiency Examination (score A, B or C) ან Cambridge Advanced English (CAE, score A, B or C).
აპლანტს ამ სტიპენდიის მისაღებად ცალკე აპლიკაციის შევსება არ მოუწევს, რადგანაც უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში ის ავტომატურად განიხილება სტიპენდიანტის კანდიდატურაზე.
დედლაინი 2017 წლის 1 მაისი.
დეტალებისთვის გადადით ბმულზე.